მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია

იმედი|imedinews.ge

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვამ საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან, ოლესია ილაშჩუკთან შეხვედრა გამართა, რომელიც კარდამის რაიონში ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის ინციდენტს ეხებოდა.

საუბრისას პეტროვამ ბულგარული მხარის სერიოზული შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნებისმიერი უნებართვო შეჭრა მიუღებელია.

ბულგარეთმა უკრაინას სთხოვა ყველა არსებული ინფორმაციის მიწოდება, რაც ინციდენტის გარემოებების სრულყოფილად გარკვევას შეუწყობს ხელს. მინისტრის განცხადებით, ბულგარეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აუცილებელი ზომების მიღება მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

თავის მხრივ, უკრაინის ელჩმა მომხდარის გამო ღრმა წუხილი გამოთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ბულგარეთის მიმართულებით დრონები განზრახ არ გაუშვია.

დრონის შეჭრასთან დაკავშირებით ბულგარეთი ასევე ინარჩუნებს კონტაქტს რუმინულ მხარესთან. ველისლავა პეტროვამ მომხდარისა და ბულგარეთის მიერ მიღებული ზომების შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც ჩააყენა საქმის კურსში. ოთხშაბათს ასევე იგეგმება ნატოს მოკავშირეებს შორის ამ საკითხზე უახლესი ინფორმაციის გაცვლა.

8 აგვისტოს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე, ტრანსბალკანური გაზსადენის კომპრესორული სადგურიდან ერთ კილომეტრში, რუმინეთიდან შეფრენილი დრონი აფეთქდა. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს სავარაუდო შეფასებით, ეს უკრაინული სატყუარა-დრონი „მაია“ იყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდარუსთავი 2
  • მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან ახლოს, დრონი ჩამოვარდა და აფეთქდატვ პირველი
  • თურქეთი უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის დიდი პარტიის გადაცემას გეგმავსფორმულა
  • ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰაBM.GE
უკრაინის →მინისტრის →საგარეო →

მსგავსი სტატიები

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

იმედი

მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეზე: მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა ტყვეებს, თუ ეს ჭორაობის დონეზეა?! ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის

კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძეზე: ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა. ვფიქრობ, ამ ბოდიშით ყველაფერი მოგვარდებოდა

მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს

მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს

იმედი