მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინას ომის დასასრულებლად ორი თვე აქვს, შემდეგ რუსეთი ესკალაციას გააძლიერებს
ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინას ომის დასასრულებლად ორი თვე აქვს, შემდეგ რუსეთი ესკალაციას გააძლიერებს

ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინას ომის დასასრულებლად ორი თვე აქვს, შემდეგ რუსეთი ესკალაციას გააძლიერებს

იმედი|imedinews.ge

უკრაინას ორი თვე აქვს, რათა დაასრულოს ომი და სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია მოახდინოს, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა The Telegraph-თან ინტერვიუს დროს.

პაველმა გააფრთხილა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა, საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს 20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

„მჯერა, რომ ახლა არსებობს ფანჯარა, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. გავაგრძელოთ ზეწოლა და რუსეთს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებების დასაწყებად“, - განუცხადა გადამდგარმა გენერალმა და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა The Telegraph-ს.

პაველის თქმით, „რუსეთში საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება. პრეზიდენტი პუტინი არჩევნებამდე მობილიზაციას, სავარაუდოდ, არ გამოაცხადებს, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ ეს შესაძლებლობის ფანჯარა დავიწროვდება“.

ჩეხეთის პრეზიდენტის შეფასებით, მობილიზაცია, სავარაუდოდ, ამომრჩევლებში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

პაველმა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა რუსეთზე არსებული ზეწოლა უნდა გამოიყენონ, რათა უახლოეს კვირებში სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს. „ამ ეტაპზე რუსეთს ბევრი შიდა პრობლემა და გამოწვევა აქვს“, - განაცხადა მან ნატოს სამიტზე.

„რუსეთის საზოგადოება სულ უფრო მეტად უპირისპირდება ომს. პრეზიდენტ პუტინს გაუჭირდება ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და თუ ეს ზეწოლა გაგრძელდება, თუ უკრაინა კვლავ შეძლებს და წარმატებით განახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე, ეს შექმნის პირობებს, როდესაც რუსეთი მოლაპარაკებებისკენ უფრო მეტად იქნება მიდრეკილი“, - დასძინა პაველმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"BM.GE
  • უკრაინამ ეისკის ნავთობჩამტვირთავ კომპლექსს დაარტყაფორმულა
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
უკრაინის →ომის →

მსგავსი სტატიები

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

იმედი

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იმედი

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა