მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩიხელიძე „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულა
ჩიხელიძე „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულა

იმედი|imedinews.ge

ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა და ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავარ პოლიტიკურ ხაზს, სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმოადგენს, ნაურუს გადაწყვეტილება კი ამის კიდევ ერთი დასტურია.

„ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა. ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ შედეგის მისაღწევად იმუშავა.

აუცილებლად უნდა ვახსენო ოპოზიცია, რომლებიც ქილიკობდნენ და სახელმწიფოს წარმომადგენლების სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტს აკნინებდნენ. „რას დარბიან ამ პატარა ქვეყნებში“, „ვისთან აქვთ შეხვედრები“, „რა აზრი აქვს ასეთ ვიზიტებს“. რეალურად სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, მაგრამ სისტემური დიპლომატიური მუშაობა იძლევა საბოლოოდ იმ შედეგს, რომელსაც დღეს მთელი ქვეყანა ხედავს.

ქართული ოცნების მთავარ პოლიტიკურ ხაზს, სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმოადგენს, ნაურუს გადაწყვეტილება ამის კიდევ ერთი დასტურია“, - წერს ჩიხელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • თბილისში 15 კვების ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათBM.GE
  • "ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილიტვ პირველი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საიანეტგაზეთი
პროცესი →აფხაზეთში →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

იმედი

ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

იმედი

პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში

პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში

იმედი

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება

იმედი