მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩინეთმა კოსმოსურ სადგურზე ახალი მისია და რეკორდული ხანგრძლივობის ექსპერიმენტი დაიწყო
ჩინეთმა კოსმოსურ სადგურზე ახალი მისია და რეკორდული ხანგრძლივობის ექსპერიმენტი დაიწყო

ჩინეთმა კოსმოსურ სადგურზე ახალი მისია და რეკორდული ხანგრძლივობის ექსპერიმენტი დაიწყო

იმედი|imedinews.ge

ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური ხომალდი „შენჯოუ-23“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორბიტალურ სადგურ „ტიანგუნს“ წარმატებით მიუერთდა. ბორტზე სამი ტაიკონავტი იმყოფება - მისიის მეთაური და ბორტინჟინერი ჯუ იანჯუ, პილოტი ჯან ჯიუანი და სასარგებლო დატვირთვის სპეციალისტი ლი ძიაინი. მოსალოდნელია, რომ ისინი ჩაანაცვლებენ იმ სამ ტაიკონავტს, რომლებიც სადგურზე 2025 წლის 31 ოქტომბრიდან იმყოფებიან და არაერთ სამეცნიერო ტესტს ჩაატარებენ.

მორიგი მისიის ფარგლებში ტაიკონავტები შეისწავლიან კოსმოსური გამოსხივების გავლენას ადამიანის ფიზიოლოგიაზე, კერძოდ კი იმას, თუ როგორ კარგავს ამ პირობებში ძვლის ქსოვილი სიმკვრივეს და როგორ წარმოიქმნება ფსიქოლოგიური სტრესი. გარდა ამისა, მაისის შუა რიცხვებში „ტიანგუნზე“ გააგზავნეს ბლასტოიდები - უჯრედების ხელოვნური დაგროვებები, რომლებსაც ემბრიონებს ადარებენ.

მოსალოდნელია, რომ ამ მისიის ფარგლებში, „შენჯოუ-23“-ის ერთ-ერთი ტაიკონავტი დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით ერთ წელს გაატარებს, რაც ჩინელი კოსმონავტების მისიების ჩვეულებრივ ხანგრძლივობაზე ორჯერ მეტია. რომელი ტაიკონავტი დარჩება სადგურზე, მოგვიანებით, მისიის მონაწილეებზე დაკვირვების შედეგების მიხედვით განისაზღვრება.

ჩინეთისთვის ეს დაკვირვებები მნიშვნელოვანია, როგორც მთვარეზე დაგეგმილი ექსპედიციისთვის მზადების ნაწილი (რომელიც 2030 წლისთვისაა დაგეგმილი), ისე კოსმოსში ადამიანის გრძელვადიანი გადარჩენისა და გამრავლების შესაძლებლობების შესწავლის ფარგლებში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავსBM.GE
  • ჩინეთში მეწყერს 51 ადამიანი ემსხვერპლა - 10 ადამიანს კვლავ ეძებენტვ პირველი
  • ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებრუსთავი 2
  • ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებსფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

გიორგი სოსიაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ეს ქალბატონი პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს და პიროტექნიკით აღმართული დადიოდა რუსთაველის გამზირზე და გადაწვით ემუქრებოდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას

კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

იმედი

ლევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში

თამარ ჩიბურდანიძე: ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება

თამარ ჩიბურდანიძე: ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება

იმედი