მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ჩიხელიძე​: ანაკლიის პორტის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენა ნიშნავს, რომ საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება რეგიონულ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად
დავით ჩიხელიძე​: ანაკლიის პორტის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენა ნიშნავს, რომ საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება რეგიონულ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად

დავით ჩიხელიძე​: ანაკლიის პორტის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენა ნიშნავს, რომ საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება რეგიონულ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფოს მიერ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენება არის, ეროვნული მნიშვნელობის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რეალურად ანაკლიის პორტის აშენება და შეუფერხებელი ფუნქციონირება საქართველოს ეკონომიკურ, სატრანზიტო და გეოპოლიტიკურ მომავალს განსაზღვრავს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ პორტი აშენდეს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით და მისი ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე სახელმწიფო დარჩეს, სრულად შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და დღეს არსებულ გამოწვევებს.

„პორტის მსგავსი სტრატეგიული ობიექტის სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენა ნიშნავს, რომ საქართველო ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ბერკეტს. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სუვერენიტეტის დაცვის თვალსაზრისითაც განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია. როდესაც ქვეყნისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ რჩება, მნიშვნელოვნად მცირდება გარე გავლენებისა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის რისკები.

„ლენდლორდის“ მოდელი საქართველოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს. თუ აქამდე პორტის განვითარება ერთი კონკრეტული პარტნიორის მონაწილეობით განიხილებოდა, ახალი მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, ერთდროულად ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყანასა და საერთაშორისო კომპანიასთან. ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტ კონკურენციას, მეტ ეკონომიკურ ეფექტს და საქართველოსთვის გაცილებით უფრო მოქნილ და დამოუკიდებელ განვითარების შესაძლებლობას.

სახელმწიფოს მიერ ანაკლიის პორტის აშენების გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს მრავალვექტორული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის ბუნებრივ გაგრძელებას. საქართველო ნებისმიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ქვეყანას თანასწორ, დამოუკიდებელ პარტნიორად განიხილავს. სწორედ ასეთი მიდგომა აძლიერებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ზრდის ქვეყნის როლს რეგიონში.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენა ნიშნავს, რომ საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება რეგიონულ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად. ქვეყნის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფანი გავხდეთ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იქნება და მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს შუა დერეფნის ფარგლებში.

რაც შეეხება სხვა სარგებელს, პროექტის განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდის ინვესტიციებს, გაუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურა, გააფართოებს სატრანზიტო შესაძლებლობებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამასთანავე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სტრატეგიული პორტი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური და სატრანსპორტო პოლიტიკა“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანაკლიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • მთავრობამ, წელს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ბიუჯეტიდან შესაძლოა დამატებითი თანხა გამოყოსBM.GE
  • რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა და რა შესაძლებლობებზე იქნება გათვლილი ახალი პორტი - მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს "კურიერი P.S." გაეცნორუსთავი 2
  • ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა