მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: დგანან და განიხილავენ შავი ზღვის პოლიტიკას ევროკავშირთან მიმართებით და საქართველოს არ იწვევენ, მაშინ, როდესაც 7 ქვეყანაა, რომელსაც საერთოდ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და საქართველო არის ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, დაუკავშირდნენ დასავლეთს საქართველოს გავლით
დავით მათიკაშვილი: დგანან და განიხილავენ შავი ზღვის პოლიტიკას ევროკავშირთან მიმართებით და საქართველოს არ იწვევენ, მაშინ, როდესაც 7 ქვეყანაა, რომელსაც საერთოდ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და საქართველო არის ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, დაუკავშირდნენ დასავლეთს საქართველოს გავლით

იმედი|imedinews.ge

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე ისე იმსჯელეს, რომ საქართველო არ უხსენებიათ.

მისი თქმით, საქართველო არის ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა ცენტრალური აზიის გარკვეული ქვეყნებისთვის, რათა დასავლეთს საქართველოს გავლით დაუკავშირდნენ.

„მდარე და უუნარო მცდელობა, სეგრეგაცია მოახდინონ, დაყონ ხელისუფლება და ხალხი, ფიასკოსთვის არის განწირული, რომელიც უკვე სახეზეა. მილიონ ორასი ათასზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“ და კაია კალასი რომ გამობრძანდება და იტყვის, რომ ჩვენ ხალხს ვუჭერთ მხარს და არა ხელისუფლებასო, ამაზე დიდი აბსურდი შეიძლება არსებობდეს? მეორე მხრივ, რაზე საუბრობენ, დგანან მინისტრები და განიხილავენ შავი ზღვის პოლიტიკას ევროკავშირთან მიმართებით და საქართველოს არ იწვევენ, საქართველოს გარეშე განიხილავენ, მაშინ, როდესაც 7 ქვეყანაა, რომელსაც საერთოდ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და საქართველო არის ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, დაუკავშირდნენ დასავლეთს საქართველოს გავლით.

შუა დერეფანი, რომელიც დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე წარმოადგენს ერთადერთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველაზე სწრაფ, მშვიდობიან დამაკავშირებელს ეკონომიკური კავშირებისთვის ევროპასა და აზიაში. ამ დროს საქართველოს იგნორირებას ახდენენ. სასაცილოა ნამდვილად, მაგრამ უფრო მეტად სატირალი", - განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი შეფასებით, თითოეული ევრობიუროკრატის უკან დგას გლობალური ომის პარტია და მათი ხელით საკუთარ სურვილებს ახორციელებს. თუმცა, ისინი გეოგრაფიულ და პოლიტიკურ მოცემულობას ვერაფერს უზამენ და მოუწევთ თვალი გაუსწორონ ქართველი ხალხის არჩევანს და არა თავიანთ სურვილებსა და ნაკარნახევს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ამდენი მოგზაური არასოდეს ჩამოსულა - მაია ომიაძეBM.GE
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

იმედი

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

იმედი