მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი ევროკავშირში მიღებულ რეზოლუციაზე: შესაძლოა მიზანმიმართულად, რუდუნებით ხდება პროცესის წარმართვა მათი მხრიდან ისე, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება გაღრმავდეს ევროპის მიმართ სკეპტიციზმი და ჩამოიშალოს ის ნდობა, რომელიც ევროკავშირის მიმართ საქართველოში არსებობდა
დავით მათიკაშვილი ევროკავშირში მიღებულ რეზოლუციაზე: შესაძლოა მიზანმიმართულად, რუდუნებით ხდება პროცესის წარმართვა მათი მხრიდან ისე, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება გაღრმავდეს ევროპის მიმართ სკეპტიციზმი და ჩამოიშალოს ის ნდობა, რომელიც ევროკავშირის მიმართ საქართველოში არსებობდა

იმედი|imedinews.ge

შესაძლოა მიზანმიმართულად, რუდუნებით ხდება პროცესის წარმართვა მათი მხრიდან ისე, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება გაღრმავდეს ევროპის მიმართ სკეპტიციზმი და ჩამოიშალოს ის ნდობა, რომელიც ევროკავშირის მიმართ საქართველოში არსებობდა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს ანგარიში არის პირდაპირი მცდელობა, რომ საზოგადოებაში მოხდეს იმ რადიკალიზაციის მიღწევა, რაც ევრობიუროკრატებს სჭირდებათ.

„ძალიან სამწუხაროა გაიაზრო ის მოცემულობა, რომ ევრობიუროკრატები ან საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობენ ან აქ სულაც არაა შეცდომებზე საუბარი და მიზანმიმართულად, რუდუნებით ხდება პროცესის წარმართვა მათი მხრიდან ისე, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება გაღრმავდეს ევროპის მიმართ სკეპტიციზმი და ჩამოიშალოს ის ნდობა, რომელიც ევროკავშირის მიმართ საქართველოში არსებობდა. თუკი გავიაზრებთ რეზოლუციების შინაარსს და იმას, რომ ვითომ რადიკალიზმს ებრძვიან, სინამდვილეში იმ სეგრეგაციით, რაც ახალ რეზოლუციაშია მოთხოვნილი, რომ საზოგადოების ერთ ჯგუფს უვიზოდ მოგზაურობის უფლება მიეცეს ევროკავშირში და ჩვენი ქვეყნის მთელი მოსახლეობა უნდა დარჩეს ამ საშუალების გარეშე, ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ საზოგადოებაში მოხდეს რადიკალიზაციის მიღწევა, რაც მათ, ევრობიუროკრატებს სჭირდებათ. ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება. ერთიანობის პირობებში მათ ბევრჯერ მოუცვდათ კბილი საქართველოსთან მიმართებით", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, რაც მალე დაასრულებენ ორმაგ სტანდარტს საქართველოსთან მიმართებით და თანაბარ, ნამდვილად მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობაზე გადავლენ, მით უფრო უკეთესი იქნება თავად ევროკავშირისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →პროცესი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი