მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, არა ფაქტების, არამედ აღქმების შექმნა წარმოადგენს იმ ძირითად მიზანს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევრობიუროკრატიის მხრიდან და ეს მიზანი განპირობებულია იმ პოლიტიკური საჭიროებებით, რაც არაჯანსაღი დამოკიდებულების თვალსაზრისით გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით
დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, არა ფაქტების, არამედ აღქმების შექმნა წარმოადგენს იმ ძირითად მიზანს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევრობიუროკრატიის მხრიდან და ეს მიზანი განპირობებულია იმ პოლიტიკური საჭიროებებით, რაც არაჯანსაღი დამოკიდებულების თვალსაზრისით გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით

იმედი|imedinews.ge

სამწუხაროდ, არა ფაქტების, არამედ აღქმების შექმნა წარმოადგენს იმ ძირითად მიზანს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევრობიუროკრატიის მხრიდან და ეს მიზანი განპირობებულია იმ პოლიტიკური საჭიროებებით, რაც არაჯანსაღი დამოკიდებულების თვალსაზრისით გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მან საზოგადოებას ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტთან დაკავშირებული ფაქტი შეახსენა.

„პოლონელი ქალბატონი იყო ჩამოსული დღენახევარი, შეხვდა საქართველოში შესაბამის ოფიციალურ პირებს და ჩასულმა, სულ რამდენიმე დღეში, ერთი კვირაც კი არ იყო გასული, რომ 100 გვერდზე მეტი დასკვნა გამოაცხო საქართველოსთან მიმართებით, სადაც ერთი სიტყვა არ არის სიმართლე. ეს რატომ? - იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ ვინმეს რომ დასჭირდეს საქართველოზე თავდასხმა, მოიშველიებენ „მოსკოვის მექანიზმის“ ე.წ. ამ დასკვნას, ტყუილებით აღსავსეს და იტყვიან, რომ აგერ, ბატონო, ჩვენ, თურმე დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით რომ ვამბობდით საქართველოზე, მართალი აღმოჩნდა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ასევე, მან ისაუბრა, თუ რატომ ვერ ახდენენ გავლენას საქართველოზე ჩატარებულ, ემპირიულ სამეცნიერო კვლევების შედეგებზე გავლენას ევრობიუროკრატები.

„ის ოდიოზური ევროჩინოვნიკებიც კი, რომლებიც დღეს მართავენ, ან რომლებიც წარმოადგენენ გარე ძალების მარიონეტებს ევროკავშირში, ვერაფერს უშვრებიან იმ ობიექტურ მდგენელს, სადაც თვლადი ანგარიშით შესაძლებელია, გარკვეულ შედეგამდე მიხვიდე. აქ არის თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ან საქართველოდან წასული სარჩელების რაოდენობა, აქ არის საზოგადოების განწყობა, კორუფციის ძალიან დაბალი დონე, რომელთა მიმართებითაც კვლევის ჩატარებისას, თვალს ვერ არიდებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას. აქ არის საზოგადოების თითოეული წევრის განწყობის შესაბამისი ეტიმოლოგიის შემოწმება. იმ მცირე ჯგუფის გარდა, მეხუთე კოლონას რომ წარმოადგენს, ფაქტობრივად, ყველა ხელისუფლების მომხრეა. ამ ყველაფერს ვერაფერს უშვრებიან, მაგრამ როგორც კი პოლიტიკურად სჭირდებათ საქართველოზე თავდასხმა, ამ ყველაფერს გვერდზე გასწევენ და საკუთარ დეგრადირებულ დღის წესრიგს ცდილობენ, რომ გაჰყვნენ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შექმნა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივაBM.GE
  • "ჯდება რუსულ სტრატეგიაში"- ზურაბიშვილის აზრით, ახალი დაჯგუფება ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის შექმნესტვ პირველი
  • ევროპის ლიდერები უკრაინასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გვარამიას განცხადებაზე: დანაშაულებრივი მიდგომაა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ საგამოძიებო უწყებები, ეს ქვეყნის ღალატია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვრუსთავი 2
შექმნა →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი