
დავით მათიკაშვილი: საქართველო, დღევანდელი მოცემულობით, არათუ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი ბევრი მიმართულებით უსწრებს
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოლდოვისა და უკრაინის ე.წ. პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დემოკრატიულ აღმშენებლობას, ინსტიტუციების სიძლიერესა და მედიაპლურალიზმს არ ეფუძნება. წარმატებას ყველა ქვეყანას ვუსურვებ, მაგრამ რა მოცემულობაშიც დღეს უკრაინა და მოლდოვაა, ყველამ კარგად ვიცით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით უსწრებს.
„წარმატება და პროგრესი თუ ვინმეს ობიექტურად აინტერესებს, ადგნენ, გახსნან ევროკავშირის შესაბამისი ვებ-გვერდი, მოძებნონ ევროკავშირის წიაღში არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის ანგარიშები და ნახავენ, რომ საქართველო, დღევანდელი მოცემულობით, არათუ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს ბევრი მიმართულებით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
იმედი
