მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი „ტვ პირველზე“: არის მცდელობა, ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივებით, საზოგადოებაში შეიტანოს შფოთი, თითქოს სახეზეა რაღაც სისტემური დანაშაული. სამწუხაროდ, არის კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო მაქსიმალურად ადეკვატურია და ასეთ ფაქტებს იძიებს
დავით მათიკაშვილი „ტვ პირველზე“: არის მცდელობა, ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივებით, საზოგადოებაში შეიტანოს შფოთი, თითქოს სახეზეა რაღაც სისტემური დანაშაული. სამწუხაროდ, არის კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო მაქსიმალურად ადეკვატურია და ასეთ ფაქტებს იძიებს

იმედი|imedinews.ge

ეს არის „ტვ პირველის“ მხრიდან მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინოს შსს-სი, ზოგადად სახელმწიფო უწყებების, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტის კომენტირებისას, რომელზეც ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გადაცემის ანონსში 12 ივნისს გადასცა.

მათიკაშვილის თქმით, სამწუხაროდ, არის კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო მაქსიმალურად ადეკვატურია.

„ეს არის „ტვ პირველის“ მხრიდან მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინოს შსს-სი, ზოგადად სახელმწიფო უწყებების, ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივებით, საზოგადოებაში შეიტანოს შფოთი, თითქოს სახეზეა რაღაც სისტემური დანაშაული. ეს არის მტკნარი სიცრუე. თუ მათ უნდათ, ნახონ სისტემური დანაშაულები, 2012 წლამდე უნდა გადავიდნენ.

სამწუხაროდ, არის კონკრეტული ფაქტები კონკრეტული დარღვევის, რომელებზეც სახელმწიფო მაქსიმალურად ადეკვატურია და ასეთ ფაქტებს იძიებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.

როგორც ცნობილია, პოლიციელების მიერ მოქალაქეებს ცემის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს და სამივე პოლიციელი დაკავებულია.

ანონსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩებარუსთავი 2
  • საქართველოში დაიკარგა ტაილანდელი იუთუბერი: ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვსფორმულა
  • "ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?BM.GE
  • HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებსტვ პირველი
საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი