მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ფაცაციამ წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
დავით ფაცაციამ წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

დავით ფაცაციამ წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, წყალტუბოში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია დაესწრო, რომელმაც წყალტუბოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას, ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და მის მოადგილე სერგო კირკიტაძე ესწრებოდნენ.

„ბავშვების ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ძალიან მახარებს მათთან ასეთი თბილი და დადებითი ემოციებით სავსე შეხვედრა და სასიამოვნოა, რომ შევძელით, პატარებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა.

სამწუხაროდ, დღესაც შორიდან გვიწევს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პატარებისთვის ამ დღის მილოცვა. ეს ბავშვები განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებენ საზოგადოებისგან, რადგან საოკუპაციო რეჟიმის გამო მათთვის უსაფრთხო გარემო არ არსებობს. მჯერა, რომ ძალიან მალე შევძლებთ ჩვენს აფხაზეთში დაბრუნებას და მათთვის ჩვენი სითბოსა და სიყვარულის პირადად გამოხატვას.

თითოეული ბავშვი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას ერთიან, ძლიერ საქართველოში და ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ მათი ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობა“, - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა: ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთანრუსთავი 2
აფხაზეთის →დაცვის →

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი