მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ერთადერთი შანსი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ - უფრო სწორად, არა ჩვენ, არამედ ჩვენმა მდებარეობამ და სხვადასხვა ფაქტორმა, არის გეოეკონომიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც რუსეთსაც უფრო მეტად დასჭირდება
დავით ქართველიშვილი: ერთადერთი შანსი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ - უფრო სწორად, არა ჩვენ, არამედ ჩვენმა მდებარეობამ და სხვადასხვა ფაქტორმა, არის გეოეკონომიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც რუსეთსაც უფრო მეტად დასჭირდება

დავით ქართველიშვილი: ერთადერთი შანსი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ - უფრო სწორად, არა ჩვენ, არამედ ჩვენმა მდებარეობამ და სხვადასხვა ფაქტორმა, არის გეოეკონომიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც რუსეთსაც უფრო მეტად დასჭირდება

იმედი|imedinews.ge

რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და საქართველოს გეოეკონომიკურ პერსპექტივებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

“საქართველოს საჰაერო დერეფანში ავიაგადაფრენები ხუთჯერ არის გაზრდილი იმიტომ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ნავიგაციის თვალსაზრისით უსაფრთხოებას ინარჩუნებს“- განაცხადა ანალიტიკოსმა და განმარტა, რომ საქართველოს მთავარი უპირატესობა დღეს უსაფრთხო საჰაერო სივრცე და სტაბილური სატრანზიტო გარემოა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ როლს მნიშვნელოვნად ზრდის.

„მე არ მინდა, რომ საქართველო საერთოდ მონიშნული იყოს იმ საერთაშორისო რადარებზე, სადაც კარგად ჩანს უკრაინა, მოლდოვა, ირანი, ისრაელი და ახლო აღმოსავლეთი. მე სულ სხვა რადარებს ვუჯერებ - საქართველოს საჰაერო დერეფანში ავიაგადაფრენები ხუთჯერ არის გაზრდილი იმიტომ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ნავიგაციის თვალსაზრისით უსაფრთხოებას ინარჩუნებს.

მე მინდა, ვიყოთ იმ რადარებზე, სადაც დრონებს კი არ უშვებენ მოწინააღმდეგის მიმართულებით, არამედ კალკულატორს იღებენ ხელში და ითვლიან იმ ეკონომიკურ მოგებას, რომელიც სახელმწიფომ უნდა მიიღოს. მართლა მჯერა და მწამს, რომ 2029 წლიდან, როდესაც ანაკლიის პორტი პირველ ტვირთს მიიღებს, ქვეყნის ყოველწლიური მოგება ასეულობით მილიონი დოლარის ეკვივალენტს მიაღწევს. სწორედ ეს თანხებია, რომელთა საფუძველზეც უნდა შემუშავდეს სოფლის მეურნეობის რეფორმა, სოფლის გაჯანსაღებისა და აღორძინების პროგრამა; ამუშავდეს საძოვრები, სადაც საქონელი იქნება გაშვებული, რაც თბილისელებს საშუალებას მისცემს, 15-ლარიანი თუ 12-ლარიანი ხორცი მიიტანონ სახლში. თუ დღეს არ ჩაეყარა საფუძველი ამ ყველაფერს, მათ შორის ანაკლიის პორტის სახით, ამ თანხას ვერავინ მოიძიებს და ვერც ხალხს დააბრუნებს მის მიერ დატოვებულ 1700 სოფელში. მთელი უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რუსეთის მხრიდან ხელოვნურად იყო ჩიხში შეყვანილი. გავიმეორებ მათი ერთ-ერთი, უკვე გარდაცვლილი, ლიდერის ფრაზას: „შეეშვით საქართველოს, დადგება დრო და მუხლებზე ხოხვით დაგვიბრუნდებიან“.

სანამ რუსეთი საქართველოს ზეწოლისა და გავლენის ობიექტად აღიქვამდა, ზუსტად ისე უყურებდა, როგორც უკრაინას და არასოდეს დათმობდა თავის უსამართლო გადაწყვეტილებებს. ერთადერთი შანსი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ - უფრო სწორად, არა ჩვენ, არამედ ჩვენმა მდებარეობამ და ფაქტორმა, არის გეოეკონომიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც რუსეთსაც უფრო მეტად დასჭირდება და ამაში, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში თავადაც დარწმუნდება. სწორედ გეოეკონომიკა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, პირველ რიგში აშშ-ისა და ჩინეთის, დახმარება და შუამდგომლობა მოახდენს იმ სასწაულს, რომელზეც ჩვენი გარდაცვლილი პატრიარქი ოცნებობდა.

როდესაც ანაკლიის პორტი მილიონობით ტონა ტვირთისთვის გახსნის კარს, ხოლო რუსეთის მარშრუტები ჯერ კიდევ გაყინული და შეჩერებული იქნება, დაახლოებით 60-კილომეტრიანი მონაკვეთი - აფხაზეთის რკინიგზა, რომელიც შუა დერეფანსა და ანაკლიის პორტს დააკავშირებს, ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის გახდება, რომ რუსეთს სასწორის ერთ მხარეს მოუწევს დააყენოს 40 ათასი სეპარატისტის ინტერესები, ხოლო მეორე მხარეს - საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის ჩართვა იმ გლობალურ საერთაშორისო პროექტში, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი ჰქვია,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანესBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →ცენტრი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

იმედი

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

იმედი