მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ „ღალატის“ ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი?
დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ „ღალატის“ ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი?

დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ „ღალატის“ ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი?

იმედი|imedinews.ge

წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალურად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით "ქართველ ხალხთან" - კობახიძეს "ღალატში" დასდო ბრალი? - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ოპოზიციური ძალები ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს პოლიტიკური ბრალდებებისთვის იყენებენ.

„ანუ, გუშინდელი თემა გრძელდება. წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალირად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით "ქართველ ხალხთან" - კობახიძეს "ღალატში" დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ - "ღალატის" ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი?

დღეს კობახიძეა ერთპიროვნულად დამნაშავე იმაზე, თუ როგორ და რატომ დაცარიელდა ეტაპობრივად 1700 ქართული სოფელი, მათ შორის "ქვების ხროვად" შერაცხული? რატომ ვეღარ "ძოვენ" გლეხის ამარა დარჩენილ რეგიონებში საკმარისი რაოდენობის გემრიელი "ჩიჩიები", რათა 2 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე თავკომბალა თბილისი გამოკვებონ იაფი და ხარისხიანი სოფლის პროდუქციით? რათა საღამოს, სახლში დაბრუნებული იმ 600 ათასი ავტომანქანის მძღოლმა - მთელი დღის განმავლობაში წრეებს რომ ურტყამენ თბილისის ქუჩებს - ხარისხიანი და იაფი კატლეტი მიირთვან?

ამ ყველაფრის გამო - მავნებლებმა, მოღალატეებმა და უსამშობლოებმა - კობახიძეს ვერდიქტი გამოუტანეს ღალატში? თანაც - მისივე მომხრეების სახელით? იმავე სოფლის მეურნეობაში ქვეყანაში არსებული სირთულეები, რომელთა ხანდაზმულობა იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ირაკლი კობახიძე გამოჩნდებოდა ქართულ პოლიტიკაში, გამრავლებული გემოდაკარგულ კვერცხზე - დღეს კობახიძის "ღალატის" ფორმულაშია ასახული? და რომელი ხართ ის მშიერი და პირში გემოდაკარგული "ქართველი ხალხი" - ვინც ამაში მას ერთპიროვნულ ბრალს სდებთ?“ - წერს ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →ლარი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი