მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის მინისტრს, ალექსანდრ კულიკს შეხვდა
დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის მინისტრს, ალექსანდრ კულიკს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის მინისტრს, ალექსანდრ კულიკს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სატყეო მეურნეობის მინისტრს ალექსანდრ კულიკს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტყის მართვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ბელარუსის რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის მინისტრმა ქართული დელეგაციის წევრებს სატყეო სექტორის და სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

აღინიშნა, რომ ტყის აღდგენის მექანიზმები, ტყის ხანძრების პრევენცია და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, სამონადირეო მეურნეობების და ეკოტურიზმის განვითარება ის მიმართულებებია, სადაც უწყებები გამოცდილების გაზიარებით და ერთობლივი პროექტებით ითანამშრომლებენ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის მართვის საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით ახორციელებს რეფორმას, რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი რესურსის დაცვის და გამოყენების გამართული მექანიზმის შექმნაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა იმ გამოცდილების გაზიარება, რომელმაც წარმატებული შედეგი აჩვენა. ვფიქრობ, ბელარუსის სატყეო მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას შევძლებთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სპეციალისტების გადამზადებასა და ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

„ჩვენ მზად ვართ გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება. მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე შევთანხმდით დელეგაციების გაცვლასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ჩამოვლენ უშუალოდ საქართველოს სატყეო მეურნეობის მართვის მიმართულების წარმომადგენლები. ჩვენ დეტალურად გავაცნობთ საკანონმდებლო ბაზას, თუ როგორ შეიქმნა ის ბელარუსში, ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს და დოკუმენტურ მასალებს ყველა მიმართულებით, ესენია ტყეების დაცვა ხანძრებისგან, მავნებლებისა და დაავადებებისგან, ტყის აღდგენა, ასევე სანერგეები, თუ რა ტექნოლოგიები და მიდგომები გვაქვს აღნიშნული მიმართულებებით“, - განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის მინისტრმა ალექსანდრ კულიკმა.

სატყეო მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე და საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლაი როგაშჩუკი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი