მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა
დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი იური გორლოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ უტიუპინი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

„საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. სოფლის მეურნეობა ორივე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და სტრატეგიული დარგია, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის განვითარებისათვის მყარ საფუძველს ქმნის.

არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ბელარუსიდან რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტისთვის, ხოლო საქართველოდან ღვინისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე გასატანად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება გარემოს დაცვის და ტყის მართვის საკითხებში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ბელარუსულ მხარეს მადლობა გადაუხადა დიალოგისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორ ქვეყნებთან შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.

ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, იური შულეიკომ საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის საქმიანობის განახლება მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

„საქართველო გამოირჩევა მაღალი ხარისხის აგროპროდუქციით განსაკუთრებით ხილით, ბოსტნეულითა და ღვინის წარმოების ტრადიციებით, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს. გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი განხილული მიმართულება შეეხებოდა ღვინისა და კონიაკის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის, მათ შორის ყურძნის სპირტის, მიწოდებასა და სავაჭრო მიმოცვლას. ამავდროულად, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სავაჭრო ურთიერთობების სისტემურ და გამჭვირვალე მართვას. აღნიშნული პროცესები მოითხოვს ერთიან, თანმიმდევრულ მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებასა და პროგნოზირებადობას. დასასრულს, შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება მომავალ წელს ბელარუსში, სადაც შევაჯამებთ მიღწეულ პროგრესს და წარმოვადგენთ თანამშრომლობის კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა იური შულეიკომ.

ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი