მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას

იმედი|imedinews.ge

ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათთან აგროსექტორში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებსა და დარგის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფერმერების მხარდაჭერის მექანიზმებზე, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონებში ვიზიტი და ფერმერებთან უშუალო კომუნიკაცია. ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრები გავმართეთ ადგილობრივ ფერმერებთან და მათ დეტალურად გავაცანით ის ახალი პროგრამები, რომლებიც სამინისტროს აქვს შემუშავებული. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას და გადამმუშავებელი სექტორის გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, სრულად იყოს აწყობილი წარმოების ჯაჭვი - პირველადი პროდუქციის წარმოებიდან მის გადამუშავებამდე. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ერთი მხრივ, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება, ხოლო მეორე მხრივ, შევქმნათ კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქცია. სწორედ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ ფერმერების მხარდაჭერას, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრთან ერთად ფერმერებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მარნეულის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაურ დარგალი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • ჩინეთმა ჩიპების საწარმოო მოწყობილობის წარმოება დაიწყო, რამაც ჰოლანდიური ASML-ის აქციები 5.8%-ით შეამცირაBM.GE
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
  • Patriot-ის უკრაინაში წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები რჩებატვ პირველი
წარმოების →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ