მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
დავით სონღულაშვილი: დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

დავით სონღულაშვილი: დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში არსებული ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი საბადურისა და ზედაზნის ტერიტორიებზე პარკის ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და ვიზიტორებისთვის არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.

„თბილისის ეროვნული პარკის ახალი ინფრასტრუქტურა ვიზიტორებისთვის უფრო მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოს შექმნის. დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დღეს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაცული ტერიტორიების ქსელშია მოქცეული, რომლის გაფართოებასთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ მის მართვასა და შესაბამის რესურსებს, რათა საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა იყოს სათანადოდ დაცული“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

თბილისის ეროვნული პარკი მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს, ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილს მოიცავს.

თბილისის ეროვნულ პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი; მოეწყო 30-ზე მეტი ფანჩატური, გარე ბუხარი და ძელსკამები, ასევე 55 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი შესაბამისი თანმდევი ინფრასტრუქტურით.

ვიზიტორებისთვის ასევე მოეწყო ბავშვთა გასართობი, შემეცნებითი და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეები, ამფითეატრი და შშმ პირებზე ადაპტირებული სველი წერტილები. პროექტის ფარგლებში მოეწყო დაახლოებით 200 ავტომობილზე გათვლილი საავტომობილო და ველოპარკინგი. პროექტის ბიუჯეტმა 7,2 მლნ ლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად თბილისის ეროვნულ პარკში მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • სუვერენული პოლიტიკის გამო საქართველო დასავლელი ლიდერებისა და ევროპული ბიუროკრატიის სამიზნე გახდა - კობახიძეBM.GE
  • პიროვნება, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მართავდა კონცერტებს და დღეს ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეა, ეს მინიმუმ დამაჯერებელი არ არის - გურამ მაჭარაშვილი ნიკოლოზ რაჭველზერუსთავი 2
  • „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებსტვ პირველი
  • მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებსფორმულა
პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში

POLITICO: მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში

იმედი

დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

იმედი

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

იმედი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიაში სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება