მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუვერენული პოლიტიკის გამო საქართველო დასავლელი ლიდერებისა და ევროპული ბიუროკრატიის სამიზნე გახდა - კობახიძე
სუვერენული პოლიტიკის გამო საქართველო დასავლელი ლიდერებისა და ევროპული ბიუროკრატიის სამიზნე გახდა - კობახიძე

სუვერენული პოლიტიკის გამო საქართველო დასავლელი ლიდერებისა და ევროპული ბიუროკრატიის სამიზნე გახდა - კობახიძე

BM.GE12 აგვისტო, 2026, 18:23|bm.ge

საქართველოს ხელისუფლების მიერ სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, ქვეყანა ევროპული ბიუროკრატიისა და დასავლელი ლიდერების სამიზნე გახდა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. „დიფ სთეითის“ აგენტურის მოთხოვნებზე უარის თქმის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ, ხელისუფლებაზე ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმი გამოიყენა.

„სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ა.შ.“ - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანიც გამოიყენეს.

„ასევე, ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოიყენეს საქართველოს გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, - აღნიშნა მან.

კობახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც სანქციებისა და სხვა ზეწოლის შედეგად ხელისუფლების შეცვლა ან მისთვის სასურველი შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა, მისი შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ ახალი პროვოკაციის მოწყობა საკუთარი აგენტურის გამოყენებით იგეგმება.

„მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კობახიძემ დღეს 12 აგვისტოს ბრიფინგი "რუსოფობიის" თემაზე ჩანიშნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“!იმედი
  • კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენიფორმულა
  • ირაკლი კობახიძე - ​დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულირუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძეს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენტვ პირველი
კობახიძე →პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

„საწვავი ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შესვლას

„საწვავი ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შესვლას

BM.GE

Bolt კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

Bolt კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

BM.GE

ფოკას წმინდა ნინოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტულ ინფრასტრუქტურას 5 მლნ ლარად მოაწყობენ - ტენდერი

ფოკას წმინდა ნინოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტულ ინფრასტრუქტურას 5 მლნ ლარად მოაწყობენ - ტენდერი

BM.GE

კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია რუსეთიდან ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების ჩაშლას ცდილობს

კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია რუსეთიდან ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების ჩაშლას ცდილობს

BM.GE