მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრს, ლუის პლანასპუჩადესს შეხვდა
დავით სონღულაშვილი ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრს, ლუის პლანასპუჩადესს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრს, ლუის პლანასპუჩადესს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალური სესიის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრს, ლუის პლანასპუჩადესს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ესპანეთის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და აგროსასურსათო სექტორში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„ესპანეთში სოფლის მეურნეობა წარმოადგენს სტრატეგიულ მიმართულებას მნიშვნელოვანი სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მნიშვნელობით, ხოლო აგროსასურსათო ინდუსტრია ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მრავალი შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ყურადღება დაეთმო ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის საკითხებს. მინისტრებმა ასევე იმსჯელეს მარკეტინგული სტრატეგიების, ხარისხის სისტემებისა და გასტრონომიის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესაძლებლობაზე. მხარეებმა სამეცნიერო და კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობდა ესპანურ კომპანიებთან მეცხოველეობისა და მცენარეული წარმოების სფეროში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა გადაშენების პირას მყოფი კახური ღორის ჯიშის აღდგენის ხელშეწყობა, ასევე ლორისა და სხვა ხორცპროდუქტების საქართველოში წარმოება და საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელოვან მიმართულებას. ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობისა და ინვესტიციების წახალისება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს აგროსავაჭრო კავშირებს და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ქვეყნებს.

საქართველო-ესპანეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2025 წელს საქართველოდან ესპანეთში ექსპორტმა 27.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა - 41.8 მილიონი აშშ დოლარი. საქართველოს ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა - თხილი და თხილის პროდუქტები, ღვინო და მინერალური წყალი.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ