მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, საებხრესატს შეხვდა
დავით სონღულაშვილი იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, საებხრესატს შეხვდა

დავით სონღულაშვილი იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, საებხრესატს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, საებხრესატს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იორდანიას შორის აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი და მიმართულებები განიხილეს.

„ბაზრების დივერსიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, მათ შორის აგრარული დარგის გაძლიერებას უწყობს ხელს. იქ სადაც არსებობს თანამშრომლობის რეალური პოტენციალი, ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს და იორდანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის მიმდინარეობს ურთიერთგაგების მემორანდუმზე მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების სფეროებში“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ზრდის შესაძლებლობებს.~

„მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობის ყველა შესაძლო მიმართულება და თანამშრომლობის პერსპექტივები. იორდანიას აქვს არაერთი პროდუქტი, რომელიც შესაძლებელია ექსპორტირებული იყოს საქართველოში, ხოლო საქართველოს მხრიდან შესაძლებელია მაღალი ხარისხის მეცხოველეობის პროდუქციის, განსაკუთრებით კი ცხვრის, იმპორტი. აღნიშნულ პროდუქტზე იორდანიაში მაღალი მოთხოვნა არსებობს. ჩვენ ქართულ მხარესთან განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება განისაზღვროს სავაჭრო ბრუნვა და გაძლიერდეს ორმხრივი თანამშრომლობა ამ სფეროში. ამასთან ერთად, განვიხილავთ სხვა ტექნიკურ საკითხებსაც, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო სისტემების, ჭკვიანი სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის სერვისების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ქართულ მხარესთან აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო პარტნიორობას“, - განაცხადა იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა საებხრესატმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ, 2025 წელს, საქართველოდან იორდანიაში ექსპორტმა 1.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადი საექსპორტო პროდუქცია თხილი იყო. იორდანიიდან საქართველოში, ძირითადად იმპორტირებულია, ფინიკი და მცირე რაოდენობით დაკონსერვებული ბოსტნეული. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალური სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს აგრობიზნესის მიმართულებით ინვესტიციების ხელშეწყობაზე, მათ შორის გადამუშავების, ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვების გაძლიერების საკითხებზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი