მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი მარნეულში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობის საქმიანობას გაეცნო
დავით სონღულაშვილი მარნეულში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობის საქმიანობას გაეცნო

დავით სონღულაშვილი მარნეულში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობის საქმიანობას გაეცნო

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა.

ფერმერი ანარ სადიკოვი სოფლის განვითარების სააგენტოს რამდენიმე პროგრამის ბენეფიციარია. ანარ სადიკოვმა სასათბურე მეურნეობა პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში მოაწყო. მეურნეობა 3 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული და 400 ტონაზე მეტი პომიდვრის წარმოებაზეა გათვლილი. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამას „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო 2024 წლიდან ახორციელებს, უკვე 270-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. პროგრამის ფარგლებში, 46 ჰექტარ ფართობზე სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად კომერციული ბანკების მიერ 39 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სესხია გაცემული; მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში 10 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სესხია გაცემული 17 ჰექტარ ფართობზე სასათბურე მეურნეობების შესაქმნელად.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართაBM.GE
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

იმედი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

იმედი