მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: მიმდინარეობს სიღრმისეული და ძირეული რეფორმები როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს
დავით სონღულაშვილი: მიმდინარეობს სიღრმისეული და ძირეული რეფორმები როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს

დავით სონღულაშვილი: მიმდინარეობს სიღრმისეული და ძირეული რეფორმები როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების მთავარი ამოცანაა თანამედროვე მოთხოვნებსა და სწრაფად ცვალებად გამოწვევებზე ეფექტიანი და მოქნილი რეაგირება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამინისტრო პასუხობდეს იმ თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღევანდელ სამყაროში ძალიან სწრაფად იცვლება. სწორედ ამიტომ, სამინისტრო უნდა იყოს მოქნილი და ადვილად შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. მოგეხსენებათ, ჩვენი სამინისტრო სხვადასხვა ფორმით ძალიან ბევრ მომსახურებას გასცემს, ამიტომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარე და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე რეფორმების მიზანია, გადაწყვეტილებების მიღება და მომსახურების გაცემა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.

„მიმდინარეობს სიღრმისეული და ძირეული რეფორმები როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. სოფლის მეურნეობაში ჩვენი მთავარი მიზანია, ქართული პროდუქცია პირდაპირ ხარისხთან ასოცირდებოდეს. ამ პროცესში გარემოს დაცვა გამიჯნული არ არის, რადგან გარემოს დაცვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობაში ხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ. ჩვენი ამოცანაა, ქართული პროდუქცია ხარისხთან ასოცირდებოდეს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას შორის აჭარაში სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი