მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილმა და თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის და სატყეო მეურნეობის მართვის კუთხით თანამშრომლობის მიმართულებებით საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერეს ხელი
დავით სონღულაშვილმა და თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის და სატყეო მეურნეობის მართვის კუთხით თანამშრომლობის მიმართულებებით საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერეს ხელი

დავით სონღულაშვილმა და თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის და სატყეო მეურნეობის მართვის კუთხით თანამშრომლობის მიმართულებებით საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერეს ხელი

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-თურქეთს შორის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის და სატყეო მეურნეობის მართვის კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.

ირიგაციისა და დრენაჟის მართვისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ცოდნის, გამოცდილების და ტექნოლოგიების გაზიარების კითხით, რაც მიზნად ისახავს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უკეთესი საირიგაციო და სადრენაჟე მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

სატყეო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძირითადი მიზანია ორ ქვეყანას შორის სატყეო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ქვეყნები ითანამშრომლებენ ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სატყეო მართვის მდგრადი პრაქტიკები, ნერგების გამოყვანის ტექნოლოგიები, ბიომრავალფეროვნების დაცვა და დაცული ტერიტორიების მართვა, გაუდაბნოებასთან და ეროზიასთან ბრძოლა, ტყის არამერქნული პროდუქტების ინვენტარიზაცია, ეკოტურიზმი, ტყეების კადასტრი.

„ორ ქვეყანას შორის სულ უფრო იზრდება და ძლიერდება თანამშრომლობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მემორანდუმები რომელიც გაფორმდა თურქულ მხარესთან. მნიშვნელოვანია გამოცდილება, რომელიც თურქეთს გააჩნია და თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობა დღითიდღე იზრდება.

„ჩვენ უფრო მეტად ვაძლიერებთ თანამშრომლობას მემცენარეობის, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის, ირიგაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხების კუთხით. ორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. ერთი მემორანდუმი წყლის, ირიგაციისა და დრენაჟის სფეროში ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს ეხება, ხოლო მეორე - სატყეო სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას. იმედი მაქვს, ორივე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმატების მომტანი იქნება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს ჩვენს ფორუმსა და მაღალი დონის მინისტერიალში მონაწილეობისთვის“, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაკლიმ. თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მინისტერიალს „მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირება: სურსათის მიწოდების ჯაჭვში ეფექტიანობის გაზრდა“ დაესწრება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი