
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 133-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება
იმედი|imedinews.ge
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 133-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტები განიხილავენ,მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტებს.
ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას. დღის წესრიგში ასევე იქნება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხიც.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge