
რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის
აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის, - განუცხადა „იმედის კვირას“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
მან დაბა აბასთუმანსა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, აბასთუმნის განვითარება გენგეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
„იმ გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც თავიდანვე განისაზღვრა. ამ კურორტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც ისტორიული, ასევე ტურისტული თვალსაზრისით და დიდი პოტენციალი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
მინდა, გამოვყო აბასთუმნის შემოვლითი გზა - 27-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ გზის დასრულება კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის სამცხე-ჯავახეთისთვის ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით“, - აღნიშნა მინისტრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge