მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტექნოლოგიებს გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტექნოლოგიებს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტექნოლოგიებს გადასცემს

იმედი|imedinews.ge

ლონდონი კიევს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტექნოლოგიებს გადასცემს უკრაინაში მათი აწყობისთვის. ევროპულ თავდაცვის კომპანია MBDA-ს ნება დაერთვება, უკრაინას გაუზიაროს საიდუმლო მონაცემები ბრიტანული Storm Shadow-ს ფრანგული ვერსიის​ - SCALP-ის კომპონენტების შესახებ. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ენდი ბერნემის კიევში ვიზიტამდე გაავრცელა.

მათივე ცნობით, კიევი და პარიზი გეგმავენ, უკრაინის ტერიტორიაზე ასეთი შორი მანძილის რაკეტების წარმოების საამწყობო ხაზები გახსნან.

ბერნემი კიევში 24 აგვისტოს დილას ჩავიდა. მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში თავისი პირველი უცხოური ვიზიტის ფარგლებში, ის „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას ჩაატარებს, რომელიც რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის დასახმარებლად შეიქმნა.

2024 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები ბრიტანული Storm Shadow/SCALP-ის რაკეტებით პირველად განახორციელეს. ამავდროულად აღინიშნებოდა, რომ უკრაინამ ბრიტანული რაკეტები მცირე მასშტაბით გამოიყენა, მათ მხოლოდ შეზღუდული ზიანი მიაყენეს და ომის მსვლელობაზე შესამჩნევი გავლენა არ მოუხდენიათ. Storm Shadow-ს ბრიტანული მარაგები შეზღუდულია, ერთი რაკეტის ღირებულება 750 000 ფუნტ სტერლინგზე მეტია (877 000 ევრო), მათი მოქმედების რადიუსი კი დაახლოებით 240 კილომეტრს შეადგენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 259 სტატია.

  • ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდისფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
  • ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფსBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი