მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო რეზოლუცია განიხილება, კიდევ ერთხელ იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო რეზოლუცია განიხილება, კიდევ ერთხელ იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება ჯო უილსონის მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს.

მისი თქმით, ქვეყნის ღირსება და დამოუკიდებლობა არ უნდა გახდეს გარე ზეწოლის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი.

„დღეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო რეზოლუცია განიხილება, კიდევ ერთხელ იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა.

საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პრინციპების შესაბამისად წარმართავს.

მცირე სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი მრავალმხრივი დიპლომატია და საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრულობაა.

ჩვენი რეგიონი არაერთი უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე დგას. სიფრთხილე გარდაუვალია. საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ღირსება და დამოუკიდებლობა არ უნდა გახდეს გარე ზეწოლის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი.

ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი ეროვნული პოზიციით, ეროვნული იდენტობის დაცვითა და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკით,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკრონი: რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა

მაკრონი: რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა

იმედი

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

იმედი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

იმედი

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

იმედი