მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

იმედი|imedinews.ge

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული კიევში იმყოფება, სადაც იგი უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება. მისი ვიზიტი რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ინტენსიური იერიშების ფონზე მიმდინარეობს.

„დილა მშვიდობისა კიევიდან. უკრაინა ამ დღეებში დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. ამავდროულად, [ვლადიმირ] პუტინის რაკეტები და დრონები იმაზე ინტენსიურად უტევენ, ვიდრე ოდესმე. რუსული დარტყმების სამიზნეს სამოქალაქო ელექტრო და გათბობის ინფრასტრუქტურა წარმოადგენს“, - დაწერა ვადეფულმა სოციალურ ქსელ X-ში.

გერმანელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ბერლინი უკვე აქტიურად ემზადება უკრაინის დასახმარებლად ზამთრის რთულ პერიოდში.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე ვფიქრობთ ზამთარზე და ვმუშაობთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმით, რაც მას დასჭირდება. პუტინს სურს უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გატეხვა, თუმცა საზოგადოება მტკიცე და მედეგია“, - აღნიშნა მინისტრმა.

განცხადების დასასრულს იოჰან ვადეფულმა დარწმუნებით დასძინა, რომ „პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 191 სტატია.

  • უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრად ევგენი ხმარა დაინიშნაBM.GE
  • აქციები კიევში ზელენსკის წინააღმდეგ - უკრაინელები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენრუსთავი 2
  • იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პუტინის ვიზიტი სადავო იტურუპზე მკაცრად გააპროტესტაფორმულა
  • 29 მილიონიანი ტენდერი ყოფილი მინისტრის დაფუძნებლ კომპანიას? - რა ეჭვებს აჩენს ტენდერის ქრონოლოგიატვ პირველი
მინისტრის →

მსგავსი სტატიები

რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

იმედი

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

იმედი

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

იმედი

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

იმედი