
ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა
იმედი|imedinews.ge
ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა. შეჯიბრებაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასული ცხენოსნები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულები ფულადი ჯილდოებით, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, სიგელი გადაეცა ყველა მონაწილეს. ღონისძიების მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა იყო.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge