მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკრონი: რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა
მაკრონი: რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა

მაკრონი: რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა

იმედი|imedinews.ge

რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან მას შემდეგ, რაც რუსეთმა კრივოი როგის სავაჭრო ცენტრზე განახორციელა დარტყმა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი მოჰყვა.

„მას ჩვენი აღშფოთება და თანაგრძნობა გავუზიარე. ამ დარტყმებითა და მიმდინარე კვირას კიევზე განხორციელებული იერიშებით რუსეთი აგრძელებს და ამძიმებს თავისი აგრესიის დანაშაულს. სამოქალაქო პირების მიზანში სისტემატური ამოღებით, დაშინებისა და ესკალაციის გზის არჩევით, რუსეთი სავარაუდოდ ცდილობს ძალის დემონსტრირებას, თუმცა ეს, პირველ რიგში, სისუსტის აღიარებაზე მიუთითებს“, - აღნიშნა მაკრონმა.

„ამ კონტექსტში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკრაინას მივცეთ ყველა საჭირო საშუალება საკუთარი ცის დასაცავად. პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ. ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, ვიდრე ის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასა და მშვიდობაზე უარის თქმას ირჩევს. რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს: მას ეს არ გამოუვა. უკრაინის გვერდით ერთიანად მდგომნი, ჩვენ უზრუნველვყოფთ სამართლისა და მართლმსაჯულების გამარჯვებას ძალადობაზე“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 239 სტატია.

  • უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდისფორმულა
  • უკრაინამ "მაშა და დათვის" შემქმნელებს, ასევე სხვა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესაBM.GE
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, მინდა ფონდ „ქართუსა“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი

გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

იმედი

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა

იმედი

„მზესთან უფრო ახლოს - აჭარული გემოები“ - კურორტ გოდერძიზე ღონისძიება გაიმართა

„მზესთან უფრო ახლოს - აჭარული გემოები“ - კურორტ გოდერძიზე ღონისძიება გაიმართა

იმედი