მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს
„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო და მას „აბსოლუტური ამორალურობა“ და „მიზანმიმართული ტერორიზმი“ უწოდა.

„რუსეთის თავდასხმა კრივოი როგის სავაჭრო ცენტრზე მოსკოვის ომის აბსოლუტურ და სრულ ამორალურობასა და მანკიერებაზე მეტყველებს. ეს არის მიზანმიმართული ტერორიზმი. რუსეთს სურს უკრაინული ქალაქები საცხოვრებლად უვარგის ადგილებად აქციოს“, - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.

კალასმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი აქტიურად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე: „ჩვენ ვამზადებთ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ და შორსმიმავალ სანქციათა პაკეტს, რათა გავზარდოთ ზეწოლა მანამ, სანამ მოსკოვი ომს არ შეწყვეტს“.

მანვე აღნიშნა, რომ 1-2 სექტემბერს დუბლინში გასამართ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ „როგორ გააფართოონ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო და სარაკეტო თავდაცვის სფეროში“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 239 სტატია.

  • უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდისფორმულა
  • უკრაინამ "მაშა და დათვის" შემქმნელებს, ასევე სხვა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესაBM.GE
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

იმედი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

იმედი

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

იმედი

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

იმედი