მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

იმედი|imedinews.ge

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. პროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.

შემოდის დიპლომატიური კადრების მომზადების ახალი სისტემა - მოქალაქეები, რომლებიც აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს ფლობენ, დიპლომატიურ თანამდებობაზე „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად დაინიშნებიან. კანონპროექტით აგრეთვე იცვლება დიპლომატიური რანგების მინიჭების წესი და ფართოვდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიენიჭოთ.

„ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს, ასევე ავსტრიაში. როდესაც აქამდე არ არსებობდა ასეთი უნივერსიტეტი, რომელსაც ერქმევა დიპლომატიის აკადემია, რა თქმა უნდა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ საჯარო მოსამსახურეები, ჩვენი საამაყო დიპლომატები მაქსიმალურად განვითარდნენ. ასევე, ახალ კადრებს მიეცეთ სრული კომპეტენცია, ცოდნა, გამოცდილება იმისთვის, რომ მა კარიერაში შევიდნენ”, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 8.6 %-ია - სტატისტიკის ეროვნული სამსახურირუსთავი 2
  • ბოლო 3 თვეში ₾388 000-ის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია

ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია

იმედი

გიორგი სოსიაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ეს ქალბატონი პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს და პიროტექნიკით აღმართული დადიოდა რუსთაველის გამზირზე და გადაწვით ემუქრებოდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას

კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

იმედი

ლევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში