
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს - დაელოდოს მოვლენების განვითარებას, მიიტანოს მასშტაბური იერიში, ან მეტად დააზარალოს ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რომ არა ამერიკული იერიშები, ირანს უკვე ექნებოდა ბირთვული იარაღი. ვაშინგტონის წნეხის გამო კი თეირანი სერიოზულ ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის.
„ჩვენ სამი სტრატეგია გვაქვს. გავაგრძელოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ - უბრალოდ, მშვიდად გავყვეთ ამ გზას და ვნახოთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი, რადგან მათ 300%-იანი ინფლაცია აქვთ. მათი ვალუტა თითქმის არაფერი აღარ ღირს. ისინი საკუთარ ჯარისკაცებს ხელფასს ვერ უხდიან. მათი ჯარისკაცები ტოვებენ სამსახურს. ამიტომ, უბრალოდ, გავაგრძელოთ ეს, რადგან ვითარება მდგრადი არ არის. მეორე ვარიანტია, მათ ძალიან, ძალიან ძლიერად დავარტყათ, ან მესამე ვარიანტი - უბრალოდ, ეკონომიკურად დავამარცხოთ. თუმცა ამას ისედაც ვაკეთებთ. ეს, გარკვეულწილად, პირველი სტრატეგიის ნაწილია“, - თქვა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე დასძინა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ირანი სრული ქაოსის მდგომარეობაშია. ფულს ვეღარ სესხულობს. ტრამპის განმარტებით, აშშ აკონტროლებს ირანის ფულს.
იმედი
წყარო: imedinews.ge