მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტრამპი: მსოფლიო კლასის სამმა ამერიკულმა გამანადგურებელმა ახლახან ცეცხლის ქვეშ ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა
დონალდ ტრამპი: მსოფლიო კლასის სამმა ამერიკულმა გამანადგურებელმა ახლახან ცეცხლის ქვეშ ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა

დონალდ ტრამპი: მსოფლიო კლასის სამმა ამერიკულმა გამანადგურებელმა ახლახან ცეცხლის ქვეშ ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მსოფლიო კლასის სამმა ამერიკულმა გამანადგურებელმა ცეცხლის ქვეშ ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა.

„მსოფლიო კლასის სამმა ამერიკულმა გამანადგურებელმა ცეცხლის ქვეშ ახლახან გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე. სამიდან არცერთს დაზიანება არ მიუღია, მაგრამ ირანულ ძალებს, რომლებიც თავს დაესხნენ, დიდი ზიანი მიადგათ. ისინი მცირე ზომის გემებთან ერთად, რომელსაც მათი პრაქტიკულად განადგურებული ფლოტის ჩანაცვლებისთვის იყენებდნენ, სრულად განადგურდნენ. აღნიშნული გემები სწრაფად და ეფექტიანად ჩაიძირნენ. ჩვენს გამანადგურებლებს რაკეტები ესროლეს, რომლებიც ადვილად ჩამოვაგდეთ. იგივე დაემართა უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც ჰაერში დაიწვა. ისინი ლამაზად ეშვებოდნენ ოკეანეში, როგორც პეპელა, რომელიც თავის დასასრულს უახლოვდება“, - დაწერა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა კვლავ აღნიშნა, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.

„ნორმალური ქვეყანა ამ ხომალდებს არ გაატარებდა, მაგრამ ირანი ნორმალური ქვეყანა არ არის. მას მართავენ შეშლილები და თუ მათ ექნებოდათ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, ისინი ამას უყოყმანოდ გააკეთებდნენ. მაგრამ მათ ასეთი შესაძლებლობა არასდროს ექნებათ. როგორც დღეს გავანადგურეთ, მომავალში კიდევ უფრო ძლიერად და სასტიკად დავარტყამთ, თუ ისინი სწრაფად არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას. ჩვენი სამი გამანადგურებელი, თავიანთი შესანიშნავი ეკიპაჟებით, ახლა კვლავ შეუერთდებიან ჩვენს საზღვაო ბლოკადას, რომელიც ნამდვილი „ფოლადის კედელია“, - დასძინა ტრამპმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი