მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტრამპის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს მომავალ კვირას ეწვევა
დონალდ ტრამპის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს მომავალ კვირას ეწვევა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს მომავალ კვირას ეწვევა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპმა აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც მან ამერიკელ სენატორს ჩაკ შუმერს ირონიულად „პალესტინელი“ უწოდა.

„ხვალ მას [შუმერს] ულამაზეს პალესტინურ სამოსს გავუგზავნი, რათა მომავალ კვირას, ვაშინგტონში ჩამოსულ ბიბი ნეთანიაჰუს შესაფერისად შეხვდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

„ის პალესტინელად იქცა“, - აღნიშნა ტრამპმა ეროვნებით ებრაელ შუმერზე.

ამერიკულმა მუსლიმურმა და ებრაულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ტრამპი სენატის „დემოკრატიული“ უმცირესობის ლიდერის მიმართ ამ ტერმინის გამოყენების გამო ადრეც გააკრიტიკეს. უფლებადამცველთა განცხადებით, ტრამპი სიტყვა „პალესტინელს“ შეურაცხმყოფელი კონტექსტით იყენებს.

ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ორშაბათს გაემგზავრება, ხოლო ტრამპთან შეხვედრას სამშაბათს გამართავს. ოფიციალური ინფორმაციით, ნეთანიაჰუ ასევე დაესწრება გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიალს.

ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა იმ ფონზე იმართება, როცა აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის დაწყებიდან 5 თვე სრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • დონალდ ტრამპმა ნიუ-მექსიკოს შტატისთვის „ნიუ-ამერიკის“ დარქმევის ინიციატივა წამოაყენაBM.GE
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
  • დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიანფორმულა
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 21 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტები განხორციელდება

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 21 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტები განხორციელდება

იმედი

ირაკლი ლექვინაძე ჩინეთში ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ირაკლი ლექვინაძე ჩინეთში ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

იმედი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს სამხედრო შეიარაღების შეძენისას გერმანიის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს სამხედრო შეიარაღების შეძენისას გერმანიის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

იმედი

პოლონეთში რობოტებმა ხელოვნურ ინტელექტზე კონტროლის დაწესება მოითხოვეს

პოლონეთში რობოტებმა ხელოვნურ ინტელექტზე კონტროლის დაწესება მოითხოვეს

იმედი