მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს, ვინ მეტ დაფინანსებას მიიღებს, ვის უფრო მეტად გადაუსვამენ თავზე ხელს ევრობიუროკრატები
ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს, ვინ მეტ დაფინანსებას მიიღებს, ვის უფრო მეტად გადაუსვამენ თავზე ხელს ევრობიუროკრატები

ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს, ვინ მეტ დაფინანსებას მიიღებს, ვის უფრო მეტად გადაუსვამენ თავზე ხელს ევრობიუროკრატები

იმედი|imedinews.ge

ოპოზიციაში დაპირისპირებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. დეპუტატის თქმით, ოპოზიციაში ბრძოლა შიდა გავლენების მოსაპოვებლად მიმდინარეობს.

„იმის მაგივრად, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს 2024 წლის არჩევნებში მიღებული 61 მანდატის საფუძველზე გამოეყენებინათ პარლამენტის ტრიბუნა და სხვადასხვა უპირატესობები, რასაც პარლამენტი იძლევა, როგორც ჩანს, მათ ისევ მიიღეს დავალება, ამ 61 მანდატზე თქვეს უარი და მხარდამჭერები დაკარგეს“, - განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ ამჯერად ევროპელი პატრონების დავალებით ოპოზიციამ მოსახლეობასთან შეხვედრა გადაწყვიტა, თუმცა მათთან სასაუბროდ საზოგადოება არ გავიდა.

„როგორც ჩანს, ოპოზიცია შიდა გავლენებისთვის იბრძვის. როგორც ვხვდები, მათ მიიღეს ახალი დავალება, რადგან ჩვენ („ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“) იმდენად ხშირად ვაპელირებდით, რომ რადიკალები ხალხში არ გადიან და არ ესაუბრებიან საზოგადოებას და მხოლოდ უცხოელი პოლიტიკოსები მონაწილეობენ მათ წინასაარჩევნო კამპანიებში, რომ, როგორც ჩანს, მათი პატრონებიც მიხვდნენ ამ შეცდომას და მისცეს დავალება - გასულიყვნენ ხალხში. ოპოზიციამ სცადა ხალხში გასვლა, მათთან შეხვედრა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, არაფერი გამოუვიდათ და ისევ ერთმანეთს დაერივნენ. როგორც ვიცი, მათ რაღაც ვერ გაიყვეს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა ცალკე ყოფილიყვნენ და გამოდის, რომ ალიანსი აღარ არის. რადიკალები ებრძვიან ერთმანეთს შიდა გავლენებისთვის. ეს არ არის რაღაც იდეური ბრძოლა ღირებულებებისთვის - გავლენებისთვის ბრძოლაა, ვინ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს, ვინ მეტ დაფინანსებას მიიღებს, ვის უფრო მეტად გადაუსვამენ თავზე ხელს ევრობიუროკრატები. სააკაშვილის როლის წარმოჩენაც უნდათ, რომელიც ფაქტობრივად, რასაც მე ვუყურებ, განულებულია და ალბათ ამის ხაზგასმაც უნდათ.

მთავარია, რომ ოპოზიცია ხალხს ვერ ელაპარაკება. მათ 2024 წლის არჩევნებში ნდობა გამოუცხადა მხარდამჭერთა ნაწილმა (არსებობს საზოგადოებაში ასეთი ნაწილი, რა თქმა უნდა და სწორედ ესაა დემოკრატია, რომ ყველანაირი აზრისა და შეხედულების ადამიანი არსებობს და ეს მისაღებია) და მიიღეს 61 მანდატი პარლამენტში. მათი მომხრეების სურვილი იყო, რომ ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში, რადგან ენდობოდნენ, მოსწონდათ მათი იდეები და მიდგომებიც. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ მოსწონს არც მათი მიდგომები, არც იდეები, მაინც აიღეს ეს მანდატი და იმის მაგივრად, რომ ამ 61 მანდატის საფუძველზე გამოეყენებინათ პარლამენტის ტრიბუნა და სხვადასხვა უპირატესობები, რასაც პარლამენტი იძლევა, როგორც ჩანს, მათ ისევ მიიღეს დავალება და ამ 61 მანდატზე თქვეს უარი. ოპოზიციამ ხალხში გასვლა მოინდომა და ვერავინ მონახა, ვისაც შეხვდებოდა - ეს ნიშნავს, რომ მათ დაკარგეს ამომრჩეველი.

პარლამენტში შემოვიდა მხოლოდ ნაწილი ე.წ. გახარიები, რომელთაც თავიანთი მძიმე წარსული აქვთ. ისინი არა რაღაც აზრობრივი, შინაარსობრივი და ღირებულებითი დაპირისპირების ფონზე, არამედ ღალატის მოტივით და საბურველქვეშ გამოეყვნენ „ქართულ ოცნებას“. მათი ლიდერი პირდაპირ შეკრული იყო ენმ-სთან და მათთან დაკავშირებულ მავნებლებთან, და სწორედ ამ ღალატის ფონზე და ღალატით გაკვალულ გზაზე არიან შემდგარები. მათი ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება ამ თვისებით არის გარშემორტყმული და ქართველი ხალხისთვის ნაკლებად სარწმუნო და მისაღებია, რაც არ უნდა სიმართლეს საუბრობდნენ და რაც არ უნდა მისაღები იყოს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მათი პოზიცია“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ელენე ხოშტარია იმ ბრძოლის გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“ტვ პირველი
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექციაBM.GE
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
ბრძოლის →

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი