მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი: საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი და თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ესაა ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია
ეკა სეფაშვილი: საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი და თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ესაა ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია

ეკა სეფაშვილი: საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი და თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ესაა ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მიმართ ევროკავშირის მაღალი თანამდებობების პირების მიერ გაჟღერებული მუქარების შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, მუქარები სხვა არაფერია, თუ არა გარე ძალების სურვილი მოაქციონ საქართველოს მათი გავლენის ზონაში.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა ამ დღეებში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ გაჟღერებულ განცხადებებში, რომელშიც ის საქართველოს ბნელი 90-იანებით დაემუქრა, თუ ქვეყანა არ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს.

„მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლშია გახვეული, ძალთა ახალი ალიანსი არ ჩანს და რესურსები ჯერ კიდევ გადაუნაწილებელია მთელი პლანეტის მასშტაბით. ამ პირობებში ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის ელჩის, ჰერჩინსკის მუქარას საქართველოს წინააღმდეგ. რაზე მიუთითებს ეს მუქარა და ვისგან მოდის ის? ეს მუქარა იმ ძალების დავალებით ხორციელდება, ვისაც საქართველოსთვის კარგი არაფერი უნდათ. მათ დიდ გლობალურ საჭადრაკო დაფაზე საქართველო მხოლოდ პაიკია და ისიც შესაწირად გამზადებული პაიკი სხვა, უფრო სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ამ პირობებში ჩვენ ვისმენთ მუქარას, რომ საქართველო თუ არ შეასრულებს მოთხოვნებს, დაუბრუნდება ბნელ 1990-იან წლებს.

რას ნიშნავს ეს მუქარა? ეს მუქარა, ჩემი აზრით, ნიშნავს იმას, რომ ეს გლობალური ძალები სასოწარკვეთაში არიან იმის გამო, რომ საქართველოში ხუთი რევოლუციის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა. ვერ მოახერხეს პირდაპირი უცხოური ჩარევების წყალობით საქართველოს მოსახლეობა ეიძულებინათ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაზე იმ მარიონეტული ხელისუფლების მოსაყვანად, რომელიც მათთვის იქნებოდა ხელსაყრელი და რომელიც დღეს თუ ხვალ, საქართველოს გარდაუვლად ჩართავდა ომში, ან ისეთ საქმიანობაში, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს არ მოემსახურებოდა და პირდაპირ მიგვიყვანდა სწორედ იმ ბნელ ოთხმოცდაათიანებამდე, რომლითაც დღეს ჩვენ ჰერჩინსკი გვაშინებს.

სინამდვილეში კი რა ხდება - რომ გადავხედოთ ევროკავშირის ბოლო, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული პერიოდის მოთხოვნებს, რაც მათ ოფიციალურ დოკუმენტებში ფიქსირდება, ძირითადად მუსირებს 2 მოთხოვნა. პირველი არის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება - ანუ, ჩვენ შავ ფულს ვატრიალებთ ისე, რომ თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდეთო. ამ საკითხში ისე შორს წავიდნენ, რომ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, უმაღლესი ტრიბუნიდან, დაუფარავად ამბობს, რომ მოძებნიან შავ ხვრელებს ამ კანონში, რათა ისე დააფინანსონ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები (არა ყველა, მხოლოდ ისინი, რომლებიც მათ დაკვეთას ასრულებენ), რომ მათ საქართველოს კანონმდებლობასთან პრობლემები არ შეექმნათ.

მეორე, ესაა ოჯახური ღირებულებების კანონი, რაც პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ევრობიუროკრატებს უნდათ, აწარმოონ თავიანთი პროპაგანდა, რომელიც ერის სულიერ, ღირებულებით და ფასეულობრივ დეგრადაციას იწვევს. ეს პროპაგანდა შენიღბულია ლიბერალიზმის ჩარჩოებითა და მის საფარველში. თავისთავად, ლიბერალიზმში ცუდი არაფერია, მაგრამ ის ლიბერალიზმი, რომელსაც დღევანდელი ევრობიუროკრატია და ევროპული ქვეყნები ქადაგებენ, რეალურად ლიბერალური ფაშიზმია და არა ლიბერალიზმი. სწორედ ამას აღუდგა წინ ქართველი ხალხი და, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ის კანონები, რომლებიც დღემდე, როგორც ჩანს (და ეს ფაქტებითაც დასტურდება), საიმედოდ იცავს ჩვენს მომავალს - იმ ეკონომიკურ ზრდას, იმ სიმშვიდესა და სტაბილურობას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. ჰერჩინსკი კი გვეუბნება, რომ თურმე, ჩვენ შეგვწყვეტია ევროკავშირთან დაახლოების პროცესი. სინამდვილეში რა ხდება?! ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი და თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ესაა ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია, რომელიც არ ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებაში მითითებულ იმ ვალდებულებას, რომელიც მდგომარეობს ევროკავშირის მხარესთან დიალოგში. სწორედ რომ დიალოგი შეწყვიტა ევროკავშირმა. სხვა არაფერი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით არ შეწყვეტილა. ისმის კითხვა: რატომ შეწყვიტა? იმიტომ ხომ არა, რომ არ უნდათ იმ არგუმენტების და ფაქტების მოსმენა, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშებში, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ათეულზე მეტ ქვეყანას ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →შეთანხმება →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

იმედი

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

იმედი