მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოდან ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - იანვარი-აპრილში მაჩვენებელი 21.1%-ით გაიზარდა
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოდან ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - იანვარი-აპრილში მაჩვენებელი 21.1%-ით გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოდან ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - იანვარი-აპრილში მაჩვენებელი 21.1%-ით გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და 2,439.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებლებია. ასევე რეკორდულია აპრილის მაჩვენებლებიც: არსებული სტატისტიკური მონაცემებით, აპრილში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.1%-ით გაიზარდა და 716.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აპრილში სავაჭრო ბრუნვამ ასევე რეკორდული მოცულობა - 2,197.1 მლნ. აშშ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.6%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 1.7%-ით გაიზარდა და 8,132.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„აპრილში ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი. სავაჭრო დეფიციტმა 2026 წლის აპრილში 764.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 143.8 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2025 წელს ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა და 7.3 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 10.5%-ით გაიზარდა და 25.9 მლრდ. აშშ დოლარს გაუტოლდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინარუსთავი 2
  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი