მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკის სამინისტრო: თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი შეხვდა
ეკონომიკის სამინისტრო: თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი შეხვდა

იმედი|imedinews.ge

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH ახორციელებს, ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გამართა.

შეხვედრაზე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოპტიმალურ მოდელთან დაკავშირებით იმსჯელეს, ასევე ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.

ვიზიტის ფარგლებში amd.sigma-ს გუნდი შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოქმედი ავიაკომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

amd.sigma აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გზით შეირჩა. ის ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა და სპეციალიზებულია აეროპორტების სტრატეგიულ განვითარებაში, დაგეგმარებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში.

კომპანია amd.sigma 2019 წლიდან Munich Airport International-ის (MAI) შემადგენლობაშია და მიუნხენის აეროპორტის ჯგუფის გამოცდილებასა და საერთაშორისო რესურსებზე დაყრდნობით მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტების განვითარების პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენლებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, თამარ იოსელიანთან ერთად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • თბილისის ბიუჯეტი ₾26.5 მილიონით იზრდება | საკრებულომ კორექტირებას მხარი დაუჭირაBM.GE
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • გალუზინი: მოსკოვი თბილისთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არისფორმულა
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
თბილისის →სამინისტრო →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

იმედი

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

იმედი

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა: ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი