მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის და სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმებს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მნიშვნელოვანი უწყებათაშორისი დოკუმენტები ყირგიზეთის რესპუბილიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ყირგიზეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა დანიარ ბოსტონოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის საავიაციო ადმინისტრაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და მოიცავს ისეთ აქტუალურ მიმართულებებს, როგორიცაა - ფრენების უსაფრთხოება, საავიაციო უშიშროება, სტანდარტიზაცია, აეროპორტებისა და სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა. დოკუმენტის თანახმად, სამოქალაქო ავიაციის სფეროში პარტნიორობა ასევე შეეხება ავიასაწარმოებისა და პერსონალის სერტიფიცირებას. ამასთან, დოკუმენტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საავიაციო ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის დანერგვის პროცესში.

სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს დირექტორმა ბექსულთან ტოკონოვმა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, გააზიარონ და დანერგონ სახელმწიფო აქტივების აღრიცხვისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკა. ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ეფექტური კომუნიკაციის მიზნით, მხარეებს შორის დაიგეგმება კონსულტაციები, სამუშაო შეხვედრები, ერთობლივი ღონისძიებები, სემინარები და მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიები.

მემორანდუმების გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლასა და სახელმწიფო უწყებებს შორის დარგობრივი პარტნიორობის გაძლიერებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ