
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: საჯაროდ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ილუზია და სხვადასხვა ერებისთვის ფუჭი იმედების ჩასახვაა, მოლოდინის შექმნა, თითქოს, ევრიბიუროკრატები ევროკავშირში კიდევ რომელიმე ქვეყანას მიიღებენ, თუმცა, ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და სავარაუდო ახალი წევრებისთვის, სეგრეგაციის პრინციპით, ჩანასახშივე მონურ როლს განიხილავენ
ჩვენ საჯაროდ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ილუზია და სხვადასხვა ერებისთვის ფუჭი იმედების ჩასახვაა, მოლოდინის შექმნა, თითქოს, ევრიბიუროკრატები ევროკავშირში კიდევ რომელიმე ქვეყანას მიიღებენ, თუმცა, ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და სავარაუდო ახალი წევრებისთვის, სეგრეგაციის პრინციპით, ჩანასახშივე მონურ როლს განიხილავენ.პარალელურად, საზოგადოების წინაშე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, ეს საჩუქარია და მთელი რიგი ქვეყნები, ამ „წყალობისთვის“ მადლიერები უნდა დარჩნენ,- ვკითხულობთ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ევროკომისარ მართა კოსის მიერ გაჟღერებულ იდეას ეხება.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები ერებს “აღთქმულ მიწამდე” მიყვანის და ევროკავშირის გაწევრიანების შესაძლებლობის ქონის ილუზიით სიცრუეში აცხოვრებენ და ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავლენ თუ აღნიშნული ქვეყნები მათ წესებს დაემორჩილებიან.
„ჩვენ საჯაროდ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ილუზია და სხვადასხვა ერებისთვის ფუჭი იმედების ჩასახვაა, მოლოდინის შექმნა, თითქოს, ევრიბიუროკრატები ევროკავშირში კიდევ რომელიმე ქვეყანას მიიღებენ, თუმცა, ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და სავარაუდო ახალი წევრებისთვის, სეგრეგაციის პრინციპით, ჩანასახშივე მონურ როლს განიხილავენ.
პარალელურად, საზოგადოების წინაშე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, ეს საჩუქარია და მთელი რიგი ქვეყნები, ამ „წყალობისთვის“ მადლიერები უნდა დარჩნენ. ევროპელი ბიუროკრატები, ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ თანამედროვე ევროკავშირი საბჭოთა კავშირზე შორს მიდის და თანასწორობის პრინციპს ფორმალურად, ფურცელზეც კი აღარ იცავს. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ევროკავშირი გადაიქცა გაერთიანებად, რომლის წიაღშიც, ბრიუსელიდან მომავალი შეხედულებისგან განსხვავებული ნებისმიერი აზრი დაისჯება და უხეშად ჩაეხშობა.
