მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას - დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილზე უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას - დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილზე უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას - დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილზე უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

იმედი|imedinews.ge

ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილს უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა, ევროკავშირის დუმილი ნათელი მაგალითია იმ ორმაგი სტანდარტების, რომლის მიხედვითაც ევრობიუროკრატები მოქმედებენ.

„როდესაც უნდათ და აწყობს ევრობიუროკრატიას, გამარჯვებულმა პარტიამ, მაგალითად უნგრეთში, ყველაფერი უნდა წაიღოს. მათ შორის მას შეუძლია დროზე ადრე დაიწყოს იმპიჩმენტი, კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს იმიტომ, რომ მოქმედი პრეზიდენტის გემოვნება და პოლიტიკური შეხედულებები არ მოსწონს. ამ ყველაფერზე ევრობიუროკრატია არის ჩუმად, ხმას არ იღებს იმიტომ, რომ ეს პროცესი არის იმ გემოვნებისა და სურვილების ფარგლებში, რაც აქვს ევრობიუროკრატიას.

ხოლო საქართველოში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა ის უმრავლესობა მიიღო, რომელიც აძლევდა საშუალებას აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბების და ა.შ. ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ არა ბატონო, ეს არ არის დემოკრატია, თქვენ უნდა ადგეთ და ის პარტიები, რომლებიც ანგრევენ ამ ქვეყანას, ანგრევდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ა.შ. სრულიად უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით უნდა გადასცეთ მათ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობა, უნდა მისცეთ საშუალება, რომ გენერალური პროკურორი ისე აირჩეს პარლამენტის მიერ, რომ ამ ოპოზიციამ უნდა მიიღოს დიდად მონაწილეობა და ლომის წილი უნდა შეასრულოს, რომ უმრავლესობა უმრავლესობა არ არის, რომ დემოკრატია საქართველოში არ არის მისაღები, მაგრამ იქ, სადაც აწყობთ ამაზე ხმას არავინ იღებს.

ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას. და ეს რომ დიდხანს ასე ვერ გასტანს და ვერ შეძლებენ ამ სტატუს - კვოს შენარჩუნებას, ძალიან მარტივია ამის გამოცნობა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ამდენი მოგზაური არასოდეს ჩამოსულა - მაია ომიაძეBM.GE
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
ევროკავშირის →მდგომარეობა →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

იმედი

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

იმედი