მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. EURACTIV: გერმანიის სახელმწიფო ვალის აღების ღირებულება ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა იმის ფონზე, რომ აშშ-ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი ევროზონის უდიდეს ეკონომიკაში ინფლაციის შიშს აძლიერებს
EURACTIV: გერმანიის სახელმწიფო ვალის აღების ღირებულება ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა იმის ფონზე, რომ აშშ-ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი ევროზონის უდიდეს ეკონომიკაში ინფლაციის შიშს აძლიერებს

იმედი|imedinews.ge

გერმანიის სახელმწიფო ვალის აღების ღირებულება ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა იმის ფონზე, რომ აშშ-ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი ევროზონის უდიდეს ეკონომიკაში ინფლაციის შიშს აძლიერებს, - წერს გამოცემა EURACTIV-ი.

გერმანიის 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ევროზონისთვის საორიენტაციო ნიშნულს წარმოადგენს, სამშაბათს 3.19%-მდე გაიზარდა, ხოლო 30-წლიანი გერმანული სახელმწიფო ვალის განაკვეთმა 3.70%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.

ვალის აღების ღირებულების მკვეთრი ზრდა გლობალური ობლიგაციების მასობრივი გაყიდვის ფონზე მოხდა, რაც ოთხშაბათს დილით მხოლოდ მცირედით შენელდა.

ეს პროცესი ასევე უკავშირდება მზარდ მოლოდინებს იმის შესახებ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ივნისის მომავალ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის, რათა მზარდი ინფლაცია შეაკავოს.

თებერვლის ბოლოს აშშ-ირანის ომის დაწყების შემდეგ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა წინა ორ სხდომაზე განაკვეთები უცვლელად შეინარჩუნა.

„ეს ენერგეტიკული შოკი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ამიტომ ჩვენ ვშორდებით ჩვენს საბაზისო სცენარს“, - განუცხადა „ბუნდესბანკის“ პრეზიდენტმა, იოახიმ ნაგელმა Bloomberg Television-ს. - „ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, გარკვეული ზომების მიღება მოგვიწიოს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი