
Euractiv: ისლანდია ბრიუსელს მოუწოდებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმში არ ჩაერიოს
იმედი|imedinews.ge
Euractiv-ის ცნობით, ისლანდიის მთავრობამ ბრიუსელს მოუწოდა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში დაგეგმილ რეფერენდუმში არ ჩაერიოს.
გამოცემის ინფორმაციით, რეიკიავიკს სურს, რომ კენჭისყრის პროცესი უცხოური თუ საგარეო გავლენისგან სრულიად თავისუფალი იყოს.
როგორც Euractiv-ი წერს, ისლანდიის ხელისუფლებამ ბრიუსელს აცნობა, რომ ნებისმიერი სახის აგიტაციამ ან პროცესში ჩარევამ შესაძლოა საზოგადოებაში საპირისპირო რეაქცია გამოიწვიოს.
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს არის დაგეგმილი.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge