მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euractiv-ი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესს აშარჟებს და მას „ევროპის დაუშვებელ სისულელეს“ უწოდებს
Euractiv-ი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესს აშარჟებს და მას „ევროპის დაუშვებელ სისულელეს“ უწოდებს

Euractiv-ი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესს აშარჟებს და მას „ევროპის დაუშვებელ სისულელეს“ უწოდებს

იმედი|imedinews.ge

გამოცემა Euractiv-ი სატირულ-ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესია მიმოხილული.

სტატიის ავტორი ირონიულად აღწერს ჰიპოთეზურ 2050 წელს, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უკვე 137-ე პაკეტს წარადგენს. ამ მხატვრული შესავლის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ სანქციების პაკეტების მუდმივი მიღება, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ფორმალურ პროცესად იქცეს, თუ ისინი მოსკოვის პოლიტიკაზე რეალურ გავლენას ვერ მოახდენს.

როგორც სტატიაში აღნიშნულია, ევროკომისიის მიერ წარდგენილი სანქციების 21-ე პაკეტი ძირითადად წინა პაკეტების მსგავს ზომებს მოიცავს. მათ შორისაა რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 30 ტანკერის სანქცირება, დამატებითი შეზღუდვები რუსულ ბანკებსა და მესამე ქვეყნების კომპანიებზე, ასევე ახალი საექსპორტო აკრძალვები.

ამასთან, რამდენიმე ინიციატივამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განსხვავებული პოზიციები გამოიწვია. კერძოდ, რუსეთის თევზის იმპორტის შეზღუდვის წინადადებას გერმანია და სხვა მსხვილი იმპორტიორები სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან იაფი ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება, შესაძლოა, გართულდეს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის ინიციატივას საფრანგეთი და იტალია ეჭვის თვალით უყურებენ მისი პრაქტიკული და სამართლებრივი განხორციელების გამო, ხოლო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს დასანქცირებას ბულგარეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის დიპლომატები ვარაუდობენ, რომ სანქციების 21-ე პაკეტი წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი მხარდაჭერით უახლოეს კვირებში დამტკიცდება.

Euractiv-ი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის მექანიზმზეც. გამოცემის ინფორმაციით, 15 ივლისიდან მოქმედი ზღვარი ბარელზე 44 დოლარიდან 60 დოლარზე მეტით უნდა გაიზარდოს, მაშინ როცა რუსეთის ძირითადი საექსპორტო ნავთობის, Urals-ის ფასი ამჟამად დაახლოებით 56 დოლარია. ავტორის შეფასებით, ასეთ პირობებში მოქმედი შეზღუდვა პრაქტიკულ მნიშვნელობას დაკარგავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →პროცესი →

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი