მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: ევროკავშირი და უნგრეთი მიგრაციის შესახებ ორი კანონის გაუქმების თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც ბუდაპეშტისთვის ბრიუსელის მიერ დაკისრებული ჯარიმის მოხსნის საფუძველი გახდება
Euronews: ევროკავშირი და უნგრეთი მიგრაციის შესახებ ორი კანონის გაუქმების თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც ბუდაპეშტისთვის ბრიუსელის მიერ დაკისრებული ჯარიმის მოხსნის საფუძველი გახდება

Euronews: ევროკავშირი და უნგრეთი მიგრაციის შესახებ ორი კანონის გაუქმების თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც ბუდაპეშტისთვის ბრიუსელის მიერ დაკისრებული ჯარიმის მოხსნის საფუძველი გახდება

იმედი|imedinews.ge

ბრიუსელი და ბუდაპეშტი განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უნგრეთში მოქმედი მიგრაციის შესახებ ორი დროებითი კანონი გაუქმდეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ევროკომისიასა და უნგრეთის მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაახლოებული პირების განცხადებით, უნგრეთში მიგრაციასთან დაკავშირებული ორი დროებითი კანონის მოქმედების შეწყვეტამ, შესაძლოა ბუდაპეშტისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული დღეში 1 მილიონი ევროს ჯარიმის გაუქმების შესაძლებლობა შექმნას.

Euronews-ის ინფორმაციით, ამ ნაბიჯისთვის პრემიერ-მინისტრს პეტერ მადიარს, უნგრეთის მიგრაციის პოლიტიკის შერბილება არ დასჭირდება.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ 2024 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც ვიქტორ ორბანის მთავრობა თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ ევროკავშირის სტანდარტებს სისტემატურად არღვევდა, უნგრეთმა უკვე 910 მილიონი ევრო დაკარგა.

Euronews-ის ცნობით, 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის შემდეგ უნგრეთმა თავშესაფრის მაძიებლებს ფაქტობრივად აუკრძალა საკუთარ ტერიტორიაზე განაცხადების შეტანა. ბუდაპეშტმა სერბეთის საზღვარზე ღობე აღმართა, საზღვარზე ციხის მსგავსი სატრანზიტო ზონები შექმნა და მიგრანტების სერბეთში უკან დაბრუნება დაიწყო. ბუდაპეშტმა ასევე დაადგინა, რომ თავშესაფრის მაძიებლებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, განაცხადი ჯერ კიდევ სერბეთში ყოფნისას უნდა შეეტანათ.

მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ორბანის შემცვლელმა მადიარმა ევროპელ კოლეგებს ჯარიმის საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდა, თუმცა განაცხადა, რომ მისი წინამორბედის სადავო მიგრაციულ პოლიტიკას შეინარჩუნებდა.

როგორც Euronews-ი იუწყება, განხილვის საგანია ორი ზომა. პირველი არის „მასობრივი მიგრაციით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობა“, რომელიც 2015 წლიდან დაახლოებით ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახლდება და უნგრეთს ევროკავშირის რამდენიმე სამართლებრივი ნორმისგან გადახვევის შესაძლებლობას აძლევს. მისი მოქმედების ვადა 7 სექტემბერს იწურება, თუ მას კვლავ არ გაახანგრძლივებენ.

მეორე არის 2025 წელს მიღებული ცალკე კანონი, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მაძიებლებმა უნგრეთში განაცხადის შეტანამდე საზღვარგარეთ, უნგრეთის საელჩოში, საკუთარი განზრახვა უნდა დაარეგისტრირონ. ამ კანონის მოქმედების ვადა წლის ბოლოს იწურება.

„ეს ძალიან რთული საკითხია. ეს იურისტებისთვისაც გამოცდაა. შესაძლოა საჭირო გახდეს, რომ რაღაც ერთი დღით ამოქმედდეს, შემდეგ ჩვენ ეს საკითხი მოვნიშნოთ, 1 მილიონი ევროს ჯარიმა გაუქმდეს და მეორე დღეს ძალაში შევიდეს სხვა, თანაბრად მკაცრი, უბრალოდ ოდნავ განსხვავებულად მოქმედი რეგულაცია“ - განაცხადა მადიარმა პრესკონფერენციაზე.

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ორივე კანონის გაუქმება შესაძლოა, წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს.

„უნგრეთმა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტონ, რა შეიძლება გაკეთდეს. რაც შეეხება ევროკომისიას, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხზე უნგრეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამერტმა.

„მოველით, რომ უნგრეთის წინა მთავრობის მიმართ დაწესებული დღეში 1 მილიონი ევროს ჯარიმის საკითხი მალე მოგვარდება“ - განაცხადა მადიარმა ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ანტონიუ კოშტასთან შეხვედრის შემდეგ.

ამის მიუხედავად, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ეს საკმარისი იქნება ჯარიმების შესაჩერებლად.

„2015-2016 წლებში მიღებულ მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებების შეტანა ჯარიმების თავიდან აცილების შესაძლებლობა იქნებოდა“, - განუცხადა Euronews-ს ევროკავშირის სამართლის ექსპერტმა ტამაშ ლატმანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ანტონიო კოშტას თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტი არ დამტკიცდება, თუ საერთო გადასახადების შემოღებაზე შეთანხმება ვერ შედგებაBM.GE
  • ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმაფორმულა
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით მსხვილი სამხედრო სწავლებების შეჩერება უბრძანეს

The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით მსხვილი სამხედრო სწავლებების შეჩერება უბრძანეს

იმედი

ფაშინიანი: სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არ გეგმავს

ფაშინიანი: სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არ გეგმავს

იმედი

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში უახლოეს დღეებში,  სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში უახლოეს დღეებში, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ

იმედი

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

იმედი