მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი განიხილავს რუსი სამხედროებისა და ვეტერანებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის უფრო შეზღუდულ ვერსიას - კერძოდ, აღნიშნული ზომა შეეხება მხოლოდ მოკლევადიან ვიზებს და იმ პირებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში
Euronews: საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი განიხილავს რუსი სამხედროებისა და ვეტერანებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის უფრო შეზღუდულ ვერსიას - კერძოდ, აღნიშნული ზომა შეეხება მხოლოდ მოკლევადიან ვიზებს და იმ პირებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი განიხილავს რუსი სამხედროებისა და ვეტერანებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის უფრო შეზღუდულ ვერსიას - კერძოდ, აღნიშნული ზომა შეეხება მხოლოდ მოკლევადიან ვიზებს და იმ პირებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში, - წერს Euronews-ი.

ეს აკრძალვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის გამო დაწესებული ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილი იქნება.

ბოლო კვირების განმავლობაში საფრანგეთი და იტალია ეწინააღმდეგებოდნენ სამხედრო პირთა სრულ აკრძალვას. მათი არგუმენტით, ეს საკითხი სანქციების ნაცვლად სავიზო პოლიტიკის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. ამასთან, ქვეყნებმა გააფრთხილეს ევროკავშირი, რომ აღნიშნულმა ზომამ შესაძლოა პრაქტიკული სირთულეები შეუქმნას იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსული ვიზების განაცხადების დიდ ნაკადს ამუშავებენ.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ირლანდიამ, წამოაყენა წინადადება, შეზღუდვა მხოლოდ მოკლევადიან ვიზებზე გავრცელდეს.

აკრძალვის მასშტაბი ასევე შეიზღუდა და შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ ან მსახურობდნენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ან მოსკოვის მიერ კონტროლირებად/მის სასარგებლოდ მოქმედ არარეგულარულ ფორმირებებში.

ის გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ.

თავდაპირველი წინადადება ბევრად უფრო ფართო იყო და მოიცავდა შეიარაღებულ ძალებში ნებისმიერი როლის მქონე პირებს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ პერსონალს. შესწორებული პაკეტი კი აღარ გულისხმობს აპრიორი იმას, რომ განმცხადებელი მონაწილეობდა ომში, თუ ის საპირისპიროს არ დაამტკიცებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 244 სტატია.

  • პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"BM.GE
  • უკრაინამ ეისკის ნავთობჩამტვირთავ კომპლექსს დაარტყაფორმულა
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

იმედი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იმედი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

იმედი