მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს
Euronews: უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს, - წერს Euronews-ი.

ბრიუსელში კორექტირებული განრიგი მიზნად ისახავს ზაფხულის შესვენებამდე მე-6 (საგარეო ურთიერთობები) და მე-2 (შიდა ბაზარი) კლასტერების გახსნას, რაც Euronews-ს რამდენიმე ოფიციალურმა პირმა და დიპლომატმა დაუდასტურა. დარჩენილი სამი კლასტერის განხილვა კი ეტაპობრივად, მოგვიანებით მოხდება.

უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც არაფორმალურად ერთ წყვილად განიხილებიან, მიმდინარე თვის დასაწყისში, უნგრეთის ვეტოს გამო ორწლიანი მოცდის შემდეგ, პირველი კლასტერის (ფუნდამენტური საკითხები) გახსნაზე გადავიდნენ.

გეგმების ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც ბუდაპეშტში ახალმა მთავრობამ როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში არაერთხელ მიანიშნა, რომ ეწინააღმდეგება უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას.

უნგრეთს ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი იმ ერთობლივი წერილებისთვის, რომლებიც სხვადასხვა კლასტერის გასახსნელად არის აუცილებელი. უარი სამშაბათს, წევრ სახელმწიფოებს შორის გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დადასტურდა, რის გამოც პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი დიდწილად პროცედურული ხასიათისაა, არსებული ჩიხი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნგრეთის მყარ დათქმებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით.

ბუდაპეშტისთვის ექვსივე კლასტერის მოკლე დროში გახსნა გაწევრიანების პროცესის დაჩქარების ტოლფასია. წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამ შეფასებას არ ეთანხმება და კლასტერების გახსნას მხოლოდ ხანგრძლივი და რთული გზის დასაწყისად განიხილავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →გეგმავს →გახდა →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი