მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში: ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს
ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში: ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს

ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში: ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს

იმედი|imedinews.ge

ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ აპოსტოლოს ციციკოსტასის განცხადებით, თუ უახლოეს მომავალში ჰორმუზის სრუტე გემებით ნევთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის არ გაიხსნება, ამან მთელი მსოფლიოსთვის, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

როგორც ევროპელმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, ირანში ომით გამოწვეული საწვავის დეფიციტი ყველა სახის ტრანსპორტს შეეხება.

მიუხედავად იმისა, რომ ციციკოსტასმა აღიარა, რომ საწვავზე ფასი მკვეთრად არის გაზრდილი და „ევროპის ზოგ ნაწილში კომერციული თვითმფრინავებისთვის საჭირო საწვავის მარაგები წნეხს განიცდის“, საწვავის დეფიციტის ფაქტობრივი ნიშნები ჯერ არ არის.

„ევროპას აქვს საგანგებო რეზერვები, რომლის მობილიზება, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია. ბაზარი ჯერ არსებულ შოკს უმკლავდება“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, თუ ვითარება გაუარესდება, ევროკომისია მზადაა საკუთარ გეგმებში შესწორებები შეიტანოს.

„ჰორმუზის სრუტის ბლოკადა სასტიკი შეხსენებაა იმისა, თუ რატომ უნდა დავაჩქაროთ საწვავის ალტერნატიულ სახეობაზე გადასვლა. ევროკავშირი ენერგეტიკულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს“, - თქვა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
  • სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინარუსთავი 2
  • ცნობილია დენის სისტემური გათიშვის საკითხზე სემეკის შესწავლის პირველადი შედეგებიBM.GE
  • გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაციაფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი