მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროკომისიის პროგნოზი: მოლოდინის თანახმად, ევროკავშირში ინფლაცია 2026 წელს 3.1%-ს მიაღწევს, რაც ერთი პროცენტული პუნქტით აღემატება ადრინდელ პროგნოზს
ევროკომისიის პროგნოზი: მოლოდინის თანახმად, ევროკავშირში ინფლაცია 2026 წელს 3.1%-ს მიაღწევს, რაც ერთი პროცენტული პუნქტით აღემატება ადრინდელ პროგნოზს

ევროკომისიის პროგნოზი: მოლოდინის თანახმად, ევროკავშირში ინფლაცია 2026 წელს 3.1%-ს მიაღწევს, რაც ერთი პროცენტული პუნქტით აღემატება ადრინდელ პროგნოზს

იმედი|imedinews.ge

ბრიუსელმა განგაშის ზარი შემოჰკრა საგაზაფხულო ეკონომიკური პროგნოზის გამოქვეყნებით, რომელიც „უფრო სუსტ ეკონომიკურ აქტივობას ვარაუდობს, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი იწვევს ახალ ენერგეტიკულ შოკს, რაც თავის მხრივ აჩქარებს ინფლაციას და არყევს ეკონომიკურ განწყობებს“, - წერს გამოცემა EURACTIV-ი.

ეს გაფრთხილება მოჰყვა S&P Global-ის მიერ გამოქვეყნებულ ევროზონის შესყიდვების მენეჯერთა ინდექსს (PMI), რომელმაც ეკონომიკური აქტივობის შემცირება აჩვენა. მაჩვენებელი აპრილის 48.8 პუნქტიდან 47.5-მდე დაეცა, რაც ბოლო 31 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია.

პროგნოზის თანახმად, ევროზონის ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმდინარე, 2026 წელს 90.2%-ს მიაღწევს, მაშინ როცა 2025 წელს ეს მაჩვენებელი 88.7%-ს შეადგენდა. 2027 წლისთვის კი ვალი კიდევ უფრო გაიზრდება და 91.2%-ს გაუტოლდება.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა სერიოზული ენერგეტიკული შოკი გამოიწვია, რაც დამატებითი გამოცდაა ევროპისთვის იმ ფონზე, როდესაც მას ისედაც არასტაბილურ გეოპოლიტიკურ და სავაჭრო გარემოში უწევს მანევრირება. ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს წარსული კრიზისების გაკვეთილები; მან ფისკალური მხარდაჭერა დროებითი და მიზნობრივი უნდა გახადოს, და კიდევ უფრო შეამციროს დამოკიდებულება იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე“, - განაცხადა ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა.

ევროკომისიის პროგნოზში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის ეკონომიკას ზომიერი ტემპით ზრდა უნდა გაეგრძელებინა, ინფლაციის შემდგომი შემცირების პარალელურად, თუმცა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მოლოდინები არსებითად შეიცვალა“.

„კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ინფლაციამ მატება დაიწყო, რაც ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, ეკონომიკური აქტივობა კი ტემპს კარგავს“, - აღნიშნულია პროგნოზში.

2025 წელს დაფიქსირებული 1.5%-იანი ზრდის შემდეგ, ამჟამინდელი პროგნოზით, ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 2026 წელს 1.1%-მდე შენელდება. ეს მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია ევროკომისიის 2025 წლის შემოდგომის პროგნოზთან შედარებით, რომელიც 1.4%-იან ზრდას ვარაუდობდა.

მოლოდინის თანახმად, ევროკავშირში ინფლაცია 2026 წელს 3.1%-ს მიაღწევს, რაც მთელი პროცენტული პუნქტით აღემატება ადრინდელ პროგნოზს.

ევროკომისიის პესიმისტური პროგნოზი ეყრდნობა დაშვებას, რომ ევროკავშირი, როგორც ენერგორესურსების წმინდა იმპორტიორი, „მეტად მგრძნობიარეა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით გამოწვეული ენერგეტიკული შოკის მიმართ, რაც უკვე მეორე მსგავსი შოკია ბოლო ხუთ წელზე ნაკლებ დროში“.

„ბიზნესინვესტიციებს ასევე შეზღუდავს უფრო მკაცრი ფინანსური პირობები, შემცირებული მოგება და გაზრდილი გაურკვევლობა. ამასთანავე, შესუსტებული საგარეო მოთხოვნა უარყოფით გავლენას ახდენს ექსპორტის ზრდაზე“, - განაცხადა ევროკომისიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი